პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – მმართველი გუნდის სიძლიერეს აჩვენებს ისიც, რომ გუნდის წევრების მხრიდანაც თუ იყო რაიმე გადაცდომები, ეს გამოავლინოს

x

სამართალდამცავი უწყებები მომართული არიან, რომ პოლიტიკურ თუ სხვა თანამდებობრივ საკითხებს მნიშვნელობა არ ჰქონდეს. პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებენ ძალიან აქტიურად, რათა გამოვლინდეს ყველა შესაძლო კორუფციული ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გენერალურმა პროკურორმა დღეს დეტალურად ისაუბრა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია და, შესაბამისად, შინაარსობრივ საკითხებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს და ხალხს მისცა დაპირება, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით ევროპის საუკეთესო სამეულში შევა. სწორედ ამ დაპირების ნაწილია ის, რომ გვქონდეს რაც შეიძლება აქტიური გამოვლენა კორუფციული შემთხვევების. მმართველი გუნდის სიძლიერეს აჩვენებს, რომ მათ შორის, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, ეს გამოავლინოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის სიძლიერეს სწორედ ეს აჩვენებს, რომ მათ შორის, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, ეს გამოავლინოს.

„ეს არის სწორედ სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა