პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი მიზანი და მოტივაციაა მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი ქალაქის განვითარება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი „იმედის დღეში“ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობაზე და გუნდის გეგმებზე საუბრობს.

ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია აპირებს შეხვდეს ახალგაზრდებს ქვეყნის მასშტაბით, რადგან გაიზარდოს მათი ჩართულობა როგორც პოლიტიკურ, ისე ადგილობრივი განვითარების პროცესებში. მისი თქმით, მათი მიზანია ასევე, მოსახლეობასთან პირდაპირი და ღია კომუნიკაცია, რათა გაიზარდოს მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში.

„აუცილებლად ყველა შეხვედრას დავესწრები. შემოვივლით ათივე რეგიონს, შევხვდებით ყველა დიდი ქალაქის მაცხოვრებლებს, სოფლებიდან, რეგიონებიდან ჩამოვლენ. ჩვენი მთავარი მიზანი და მოტივაცია არის ის, რომ იყოს უფრო მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ისინი ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ ხედავენ განვითარებას, როგორ წარმოუდგენიათ მათი რეგიონის, მათი სოფლის, მათი ქალაქის განვითარება და რაც მთავარია, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აბსოლუტურად ყველას შევხვდეთ, ვესაუბროთ ღიად, გახსნილად და ეს შეხვედრები არ იქნება ჩარჩოებში მოქცეული. ყველაფერზე შეუძლიათ გვესაუბრონ იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი არის სრულად მოტივირებული და მოწოდებული იმისკენ, რომ ყველა ადამიანის აზრი გაითვალისწინონ. თუნდაც, კრიტიკული იყოს და არ ეთანხმებოდეს ჩვენს მოსაზრებას იმიტომ, რომ დისკუსია არის აუცილებელი და სამწუხაროდ ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ, რომ თითქოს ეს ხაზი გაწყდა და ადამიანები ერთმანეთთან აღარ საუბრობენ. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს. კონკრეტულად ისეთ ადგილებში ჩავიდეთ, სადაც ყველაზე მეტად არის ეს საჭიროება, რომ მეტი ჩართულობა იყოს მათგან“- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.