პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი- თურმე მართალი ვყოფილვარ

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სუს-ის ექსშეფის დაკვებას ეხმაურება და ციხიდან გზავნილს აქვეყნებს, რომელსაც მისი ადვოკატი ასაჯაროებს.

როგორც ხაბეიშვილი წერს, როდესაც ის ლილუაშვილს ქოლცენტრების მფარველობაში ადანაშულედა, პროვოკატორი ეძახეს, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მართალი ყოფილა.

მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) ქოლცენტრების მფარველობაში, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი. კონკრეტულ მისამართზე, მედიასთან ერთად მივდიოდი, სადაც ქოლცენტრი იყო განთავსებული, მაშინაც მე და თქვენ (მედია) ვიყავით პროვოკატორები. ახლა, როცა შიგნით დაჭამეს ერთმანეთი, თურმე მართალი ვყოფილვარ. ბაღებზე, კალაძეზე, გვანცელაძეზე, არაერთი გამოძიება მაქვს წარმოებული და გამოქვეყნებული, მაშინაც პროვოკატორი ვიყავი, აქაც მართალი ვყოფილვარ, – წერს ხაბეიშვილი გზავნილში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა