პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია – არაფორმალური შეხვედრები შედგა და კიდევ ბევრი შედგება, მათ შორის იყო არაფორმალური შეხვედრა ზურაბ ჯაფარიძესთან, მნიშვნელოვანია ერთიან სტრატეგიაზე შეჯერება

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ლელოსა“ და ზურაბ ჯაფარიძეს შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა და კიდევ ბევრი შეხვედრა გაიმართება.

გეგელიას თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიან სტრატეგიაზე შეჯერება, რა შემთხვევაშიც ერთობის ფორმატიც იარსებებს.

„ცხადია, არაფორმალური შეხვედრები შედგა და კიდევ ბევრი შეხვედრა შედგება. ჩვენი პარტიის პოზიცია ძალიან მარტივია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთიან სტრატეგიაზე შეჯერება. ასეთი თუ იარსებებს, ერთობის ფორმატიც იარსებებს. ერთიან სტრატეგიაზე თუ შეჯერებული არ ვიქნებით, ეს ერთობის ფორმატიც არ იარსებებს. ჩვენთვის მთავარია შინაარსი. საერთო, შეჯერებული სტრატეგიული გეგმა თუ გვექნება, ეს პოტენციურად საინტერესო და კარგია, მაგრამ ისტორიულმა გამოცდილებამ რაც გვაჩვენა, არის, რომ ჯერ უნდა იყოს შეჯერებული ხედვა და შემდეგ უნდა იყოს საუბარი ერთობაზე, მით უმეტეს, საერთო სიასა და საერთო კანდიდატებზე“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გეგელია ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძესთან შეხვედრას თავად არ დასწრებია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის.

„დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა საკითხი იქნებოდა განხილული. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ უნდა შევჯერდეთ ერთიან სტრატეგიულ ხედვაზე, მათ შორის ბრძოლის ფორმებზე, ბრძოლის ტაქტიკებზე და სხვა, ეს თუ შესაძლებელი იქნება,  ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ძალიან საინტერესო და უფრო მეტად კოორდინირებული ერთობა იქნება. ყოველთვის, ყველა ჯერზე ერთობისკენ გადავდგით ნაბიჯი. სტრატეგიაზე შეთანხმება თუ შესაძლებელი იყო და შევთანხმდით, შემდეგ ხდება შესაძლებელი პოტენციურ საერთო კანდიდატზე და საერთო სიაზე საუბარი. სტრატეგიას თუ არ ვიზიარებთ, მაგალითად, მე თუ მივიჩნევ, რომ არჩევნებში უნდა გავიდეთ და ვიღაც არ გადის, იქ ვერანაირი ერთობა ვერ იქნება. ასეთ რაღაცებზე წინასწარ უნდა შევჯერდეთ, რომ შემდეგ საჯარო განხილვები არ გვქონდეს“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.