ვაშინგტონი არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ აფინანსებს და სანაცვლოდ, მოკავშირე ქვეყნებს შუამავლების გარეშე უწევს მხარდაჭერას – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მოქალაქეებისადმი საშობაო მიმართვისას ისაუბრა. მარკო რუბიო საკუთარ განცხადებაში ასევე ამბობს, რომ შტატების საგარეო დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების გამდიდრების წყარო იყო.
“ძალიან ვამაყობ სახელმწიფო დეპარტამენტში პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმებით. ჩვენ გავაუქმეთ USAID. მთელი საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის უშუალო კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ახლა, როდესაც ქვეყნებს ფულს ვაძლევთ, ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა. ვიცით, რომ ვეხმარებით ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს და არ ვამდიდრებთ რომელიღაც მესამე მხარეს, რომელიც თქვენი, გადასახადის გადამხდელების ფულით უზარმაზარ მოგებას ნახულობს,” – განაცხადა მაკო რუბიომ.











