პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: “კვლევები”, რასაც აქვეყნებენ აქაური ენჯეოები და მიწასთან ასწორებენ ქვეყანას, არის ჩვეულებრივი საინფორმაციო დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ – “კვლევით” შეფუთული ეს საინფორმაციო დივერსია კი არის უხვად დაფინანსებული გარედან შემოსული ფულით

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგები აჩვენებს იმასაც, რომ ამდენი უპრეცედენტო შიდა და გარე შემოტევების ფონზე, ქართულმა სახელმწიფომ, მედეგობის მაღალი დონე აჩვენა.

ანალიტიკოსის შეფასებით, რეალურად, საქართველო აბარებს გამოცდებს სახელმწიფოებრიობის მდგრადობაზე და ეს ფასდაუდებელი გამოცდილებაა სამომავლო სახელმწიფო მშენებლობის კუთხით.

„ ასეთი რეიტინგები ბევრ სხვა რამესთან ერთად აჩვენებს, რომ ის ე.წ. “კვლევები” რასაც აქვეყნებენ აქაური ენჯეოები და მიწასთან ასწორებენ ქვეყანას, რომ თითქოს ყველაფერი ჩამოიშალა, არის ჩვეულებრივი საინფორმაციო დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს “კვლევით” შეფუთული საინფორმაციო დივერსია კი არის უხვად დაფინანსებული გარედან შემოსული ფულით. შესაბამისად, სახელმწიფო ლოგიკურად ცდილობს თავი დაიცვას. აღნიშნული კვლევა, სხვათა შორის, აჩვენებს იმასაც, რომ ამდენი, მე ვიტყოდი უპრეცედენტო შიდა და გარე შემოტევების ფონზე, ჩვენმა სახელმწიფომ მედეგობის მაღალი დონე აჩვენა. რეალურად, ჩვენ ვაბარებთ გამოცდებს სახელმწიფოებრიობის მდგრადობაზე. და ეს ჩემი აზრით ფასდაუდებელი გამოცდილებაა სამომავლო სახელმწიფო მშენებლობის კუთხით.“ – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.