განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ე.წ. „დიფ სთეითის“ გავლენის ვერტიკალის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ ელიტას არ მოიცავს, ვერტიკალში მოსყიდული და დამოკიდებული პოლიტიკოსების პარალელურად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მედია და არასამთავრობო სექტორი. მედია ქმნის საზოგადოებრივ განწყობებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს და ავრცელებს კონკრეტულ ნარატივებს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები რომელთაც ფაქტობრივად შეუზღუდავი მოქმედების არეალი აქვთ, აქტიურად ერთვებიან საკანონმდებლო პროცესებში, სამუშაო ჯგუფებში და პოლიტიკის ფორმირებაში, რათა მათთვის მისაღებ იდეებს კანონის სახე მისცენ – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, „შედეგად იქმნება ვითარება, როცა სისტემა, რომელიც დემოკრატიის დაცვის სახელით მოქმედებს, რეალურად ამცირებს ხალხის გავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე, ხოლო ისინი, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, დემოკრატიის მტრად ცხადდებიან“.
„მრავალპარტიულობა თავისთავად არ წარმოადგენს დემოკრატიის ხარისხის გარანტიას და საზომს, პრაქტიკაში ხშირ შემთხვევაში ის არა სტაბილურობასა და პლურალიზმს, არამედ მუდმივ დაპირისპირებას, პოლიტიკური პროცესების ფრაგმენტაციას და გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურებას იწვევს. როდესაც სახელმწიფო მუდმივ შიდა კონფლიქტშია ჩაფლული, ეფექტიანი მმართველობა შეუძლებელი ხდება, ამ პროცესის რეალურ ფასს მოქალაქეები იხდიან, შეჩერებული რეფორმებით, სუსტი ინსტიტუტებით და დაუცველი სოციალური გარემოთი. წლების განმავლობაში დამკვიდრებული ნარატივი, თითქოს მრავალპარტიულობა ავტომატურად ზრდის დემოკრატიის ხარისხს, უფრო მეტად მითს ჰგავს, ვიდრე უნივერსალურ ჭეშმარიტებას. ეს მითი აქტიურად გამოიყენება გლობალური ძალების მიერ, რადგან დაქსაქსული და დაპირისპირებული პოლიტიკური სივრცე მათ აძლევს შესაძლებლობას, შედარებით მარტივად ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში, მოახდინონ პოლიტიკური რყევების პროვოცირება და დაასუსტონ მათთვის არასასურველი პოლიტიკური ძალები. პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყანაში, გარე ძალების მეირ ჩარევა ყოველთვის მარტივად მიღწევადია.
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ხელისუფლებაში ყოფნის ვადების საკითხიც. ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუ ერთი პარტია ან ლიდერი ორზე მეტ ვადას ატარებს ქვეყნის სათავეში, ეს ავტომატურად დემოკრატიის კრიზისზე მიუთითებს. თუმცა დემოკრატიის არსი ფორმალურ შეზღუდვებში კი არა, ხალხის თავისუფალ ნებაში მდგომარეობს. თუ ამომრჩეველი არაერთხელ გამოხატავს ნდობას კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ, მისი არჩევანის დისკრედიტაცია ხელოვნურად დაწესებული ნორმებით თავად დემოკრატიული პრინციპების უარყოფას ნიშნავს. რეალოურად, დემოკრატიის დაცვის სახელით, დემოკრატიას ვკლავთ! განსაკუთრებული ყურადღება იმსახურებს ე.წ. „დიფ სთეითის“ გავლენის ვერტიკალის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ ელიტას არ მოიცავს, ვერტიკალში მოსყიდული და დამოკიდებული პოლიტიკოსების პარალელურად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მედია და არასამთავრობო სექტორი. მედია ქმნის საზოგადოებრივ განწყობებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს და ავრცელებს კონკრეტულ ნარატივებს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები რომელთაც ფაქტობრივად შეუზღუდავი მოქმედების არეალი აქვთ, აქტიურად ერთვებიან საკანონმდებლო პროცესებში, სამუშაო ჯგუფებში და პოლიტიკის ფორმირებაში, რათა მათთვის მისაღებ იდეებს კანონის სახე მისცენ. საბოლოო ჯამში იქმნება მოცემულობა, რომ სისტემა, რომელიც თითქოს დემოკრატიის დაცვას ემსახურება, რეალურად ამცირებს ხალხის გავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე. საზოგადოება მხოლოდ ფორმალურად რჩება სუვერენული, ხოლო რეალური ძალაუფლება გადადის დახურულ წრეებსა და გარე ინტერესებზე. ხოლო ისინი ვინც საკუთარი ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის და გლობალურ ძალების წინააღმდეგ იბრძვიან, დემოკრატიის მტრად ცხადდება!“ – წერს ჩიხელიძე.











