პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია სალომე ზურაბიშვილზე: ჯერ პრეზიდენტის სტატუსით დარბოდა, მერე, შეიძლება, დედოფლობაც უნდოდა. დღეს არ ვიცი, პრეზიდენტად აღიარებს თავს თუ მონარქად. რა კლინიკასთან გვაქვს საქმე, ნამდვილად არ ვიცით

„ზურაბიშვილის თითოეული ქმედება ჩაითვლება ანეკდოტად, როგორ ანეკდოტადაც არის მიჩნეული მისი თითოეული ნაბიჯი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, მედიის წარმომადგენლებთან საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას, რომლის თანახმადაც შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს იმ პირის მიმართ, ვინც კონსტიტუციური ორგანოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

ირაკლი კირცხალიას, ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ჰკითხა. მედიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას, ისევე, როგორც პრეზიდენტისას სალომე ზურაბიშვილის არ აღიარებს და მისი ქმედებები ჩაითვლება პერფორმანსად თუ კანონდარღვევად, რაზეც ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს.

„ღიმილის მომგვრელია და ძალიან არასერიოზულია ზურაბიშვილზე რაიმე კომენტარის გაკეთება. იმიტომ, რომ ჯერ პრეზიდენტის სტატუსით დარბოდა, მერე შეიძლება დედოფლობაც უნდოდა. დღეს არ ვიცი, პრეზიდენტად აღიარებს თავის თავს, მონარქად აღიარებს… რა კლინიკასთან გვაქვს საქმე ნამდვილად არ ვიცით. მაგრამ ნურავის ნუ წაუცდება განცხადება, მოწოდება ექსტრემისტული, რომელიც მიმართული იქნება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.