განცხადება · 133 ნახვა
„როგორც პირველადმა კვლევებმა აჩვენა, პირველადი მოხმარების საგნებზე და საკვებ პროდუქტებზე ფასნამატი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე საქართველოს მსგავს ქვეყნებში“
კომისიის ფარგლებში შევისწავლით რა პროცესების გამოა ფასნამატი ასეთი მაღალი, – განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებასთან დაკავშირებით საუბრისას.
„მიმდინარე კვირას პარლამენტში ფასების შემსწავლელი კომისია ჩამოყალიბდება, რომელიც ლოგიკური გაგრძელებაა სამთავრობო კომისიის. ჩვენი მიზანი იქნება შევისწავლოთ ფასები საკვებ პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, ასევე მედიკამენტზე და საწვავზე. როგორც პირველადმა კვლევებმა აჩვენა, პირველადი მოხმარების საგნებზე და საკვებ პროდუქტებზე ფასნამატი მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე საქართველოს მსგავს ქვეყნებში. კომისიის ფარგლებში შევისწავლით რა პროცესების გამოა ფასნამატი ასეთი მაღალი. მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით სამთავრობო კომისიასთან“, – აღნიშნა ბერეკაშვილმა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ბრძოლა მაღალი ფასების წინააღმდეგ – ის, რაც საზოგადოებისთვის დიდი წნეხია. პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია, მთავრობის კომისიასთან ერთად პროცესში პარლამენტიც ერთვება. სურსათი, შემდეგ კი მედიკამენტები და საწვავი, ეს არის ის მთავარი პრიორიტეტები, რომელთა ფასებიც უნდა შემცირდეს. პრემიერის ინიციატივის მიზანია ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს.
შოთა ბერეკაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- შოთა ბერეკაშვილი„მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი საოჯახო კალათა შექმნეს, რომლის მიზანიც არის მომხმარებლისთვის 15 პროდუქტზე ყოველთვის საუკეთესო ფასის შეთავაზება“
- შოთა ბერეკაშვილი„გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე სიკეთეებს“
- შოთა ბერეკაშვილი„თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ, ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის“
- შოთა ბერეკაშვილი„ჩვენი მიზანია, სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის. საერთო ჯამში ეს გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გამჭვირვალეს გახდის და დადებითად აისახება კონკურენციაზე“
