ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ01:52
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 86 ნახვა

„ახალაიას დაკავებით სახელმწიფო გადადის შეტევაზე და გამოდის თავის მართლების რეჟიმიდან“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბაჩო ახალაიას დაკავებას ეხმიანება.

„ბაჩო ახალაიას დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არ არის მხოლოდ კრიმინალური ქრონიკის მორიგი ეპიზოდი – ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი მთელი საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის“, – განაცხადა ექსპერტმა და განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან კანონის უზენაესობის პრინციპის თანმიმდევრულ განხორციელებაზე.

“რაც შეეხება ბაჩო ახალაიას დაკავებას – სახელმწიფო გადადის შეტევაზე და გამოდის თავის მართლების რეჟიმიდან. ბაჩო ახალაიას დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ასევე არ არის მხოლოდ კრიმინალური ქრონიკის მორიგი ეპიზოდი – ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი მთელი საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის. მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა. სუს-ის მიერ ჩატარებული ოპერაცია – ჩხრეკით, პროცესუალური მოქმედებებითა და გამოძიების ოფიციალური დადასტურებით – ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა შერჩევით სამართალს. არც ოპოზიციასთან და არც ექსხელისუფლებასთან ასოცირებული გვარები, ყოფილი თანამდებობები და პოლიტიკური წარსული აღარ წარმოადგენს დამცავ ფარს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საუბარია არა პოლიტიკურ რიტორიკაზე, არამედ კონკრეტულ ეპიზოდებზე, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხეებსა და დესტაბილიზაციის მცდელობებს უკავშირდება. სახელმწიფო არ დაელოდა ვითარების უკონტროლო ფაზაში გადასვლას და წინმსწრებად იმოქმედა – ძლიერი სახელმწიფოს პროფესიული სპეცსამსახურების საუკეთესო ტრადიციებში. ეს საქმე საბოლოოდ ამსხვრევს მითს „სუსტი ხელისუფლების“ შესახებ. პირიქით, ვხედავთ ფუნქციონირებად სახელმწიფოს, სადაც ძალოვანი და სამართლებრივი ინსტიტუტები მოქმედებენ ზედმეტი ხმაურისა და ოპოზიციური ისტერიის გარეშე. ახალაიას დაკავება ასევე მკაფიო პოლიტიკური სიგნალია: რევანშისტული მცდელობები, ქვეყნის ძალადობისა და ქაოსის ეპოქაში დაბრუნებისკენ, მკაცრად იქნება აღკვეთილი. საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელიც დესტრუქციასთან კომპრომისზე მიდის – არც ახლა და არც მომავალში,”- წერს დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„სკოლებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და თეატრებში რუსულ ენაზე ტოტალური კონტროლის დაწესება რეპრესიების გზით, კიევის რეჟიმის ფაშისტური გამოვლინებების კიდევ ერთ აგრესიულ ბუნებას აშიშვლებს“
  2. დავით ქართველიშვილი„პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ“
  3. დავით ქართველიშვილი„ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში“
  4. დავით ქართველიშვილი„ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია – როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს“