პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია – როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს

ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია – როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს. მის ნაწამებ სხეულში 40 ტყვიაა მოხვედრილი! მოკლული შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს, დაემუქრნენ, რომ თუ იჩივლებდა, მის მოკლულ ქმარს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მთელი ცხოვრება მის შვილებს ამ დაღის ტარება მოუწევდათ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მკვლელობიდან წლების შემდეგაც, პოლიტიკური ოპონენტები მომხდარის გამართლებას ცდილობენ.

„ამას წინათ კუნსტკამერის ბოროტმა ჯოკერმა როინ შავაძის მკვლელობა ფაქტიურად აღიარა და დღესაც მოვკლავდიო – ესე გამოუვიდა. ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია – როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს. მის ნაწამებ სხეულში 40 ტყვიაა მოხვედრილი! მოკლული შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს, დაემუქრნენ, რომ თუ იჩივლებდა, მის მოკლულ ქმარს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მთელი ცხოვრება მის შვილებს ამ დაღის ტარება მოუწევდათ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ იგივე პოზიცია აქვს მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზეც, მაგრამ შავაძის საქმეს განსაკუთრებით ჰგავს ორი – თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას და რეინჯერი დავით ცინდელიანის უკანონო დაკავების, წამებისა და მკვლელობის საქმეები. 2008 წლის 27 აგვისტოს, დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა, მარიამობის წინ საყიდლებზე, ზუგდიდის ბაზარში გავიდა თავის მე-10 კლასელ ქალიშვილ ქრისტინასთან ერთად. გოგონა ბაზარში იყო შესული, როდესაც ორმა ფორმიანმა შეიარაღებულმა პირმა პაატა ქარდავა თავისივე ავტომანქანით გაიტაცა და გეზი აჭარისკენ აიღეს.
მას შემდეგ ქრისტინას – მამა აღარ უნახავს. ქარდავას მანქანა მდინარე ჩოლოქთან დააგდეს, გადაჯდნენ სხვა მანქანაში, მიიყვანეს პაატა ქარდავა ნავსადგურთან, სადაც ის უკვე რომან შამათავამ კატარღით გაიყვანა ღია ზღვაში, დახვრიტა და ცხედარი წყალში გადააგდო. ამ ბოროტების ჩამდენს, კუდ-ის მაღალჩინოსანს რომან შამათავას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უსირცხვილოდ აცხადებენ ეროვნულ გმირად. მედიციანში არის ერთი მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სისხლის შედედების ფაქტორების დეფიციტთან ან სრულ არარსებობასთან – როდესაც სისხლდენის შეჩერება შეუძლებელია. ნაცმოძრაობას ზუსტად ეს პოლიტიკური ჰემოფილია სჭირს.” – წერს ქართველიშვილი.
[14:09, 10/28/2026] +995 599 51 43 34: გია აბაშიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკის მსხვერპლთა ტკივილის დაცინვა ცინიზმის მწვერვალია – ასეთი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის

ანალიტიკოსი გია აბაშიძე 2009 წლის 15 ივნისს, დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული საპროტესტო აქციის დარბევას იხსენებს და აცხადებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკის მსხვერპლთა ისტორიები საზოგადოებას კვლავ ახსენებს, რა მძიმე პერიოდს გადაურჩა საქართველო 2012 წელს.

აბაშიძის განცხადებით, დარბევისას ახალგაზრდებს რკინის ხელკეტებით გაუსწორდნენ, დაშავდნენ ჟურნალისტებიც, 39 აქტივისტი კი, მძევლად აიყვანეს და არა უბრალოდ დააკავეს.

აბაშიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია და ამ პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკური სივრცე სამართლებრივად უნდა დატოვოს.

„ცინიკოსი ნაცჯალათებისა და მათი აპოლოგეტების ადგილი პოლიტიკაში არ არის! ადამიანები, რომელთა ოჯახებიც და ცხოვრებაც სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკემ გაანადგურა, დღესაც დაცინვისა და შეურაცხყოფის სამიზნეები არიან მანქურთების მხრიდან. ერთი კონკრეტული მაგალითი უამრავთაგან – დაჩი ცაგურიასა და სხვა თანამემამულეთა სულისშემძვრელი ისტორიები ნათლად გვახსენებენ, რას გადაურჩა საქართველო 2012-ში და რამდენად დროულად დაესვა წერტილი ნაცმოძრაობის პარპაშს ქვეყნის სათავეში. ასეთი პოლიტიკური ძალა სამართლებრივადაც უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან!
2009 წლის 15 ივნისი, დიღომი. სააკაშვილის რეჟიმმა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია. ახალგაზრდებს რკინის ხელკეტებით უსწორდებოდნენ, დაშავდნენ ჟურნალისტებიც, 39 აქტივისტი კი ნაცჩაფრებმა მძევლად აიყვანეს და არა დააკავეს.
ეს ყველაფერი პირადად მახსოვს — მაშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკური ანალიტიკოსი ვიყავი. დარბევისას, ჩემს ევროპელ კოლეგასთან ერთად შემთხვევის ადგილზე მალე ვიყავით. პოლიციის შენობის მიმდებარე კორპუსებში დამალული რამდენიმე ადამიანი მანქანით უსაფრთხო ადგილას გავიყვანეთ.
იმ პერიოდში, პიტერ სემნების დროს, თბილისიდან ბრიუსელში რეჟიმის დანაშაულებზე არაერთი უმწვავესი ანგარიში იგზავნებოდა. ევროკრატიის რეაქცია? მაშინაც დუმილი და ფარისევლობა — დღესაც სააკაშვილის რეჟიმისთვის ხელის დაფარება და საქართველოს ხელისუფლებისთვის ყალბი ბრალდებების წაყენება.
ფსევდოლიბერალური დასავლეთის ეს ორმაგი სტანდარტი — მოძალადეების დაცვა, მსხვერპლთა ტკივილის უგულებელყოფა და საქართველოსთვის მორალის კითხვა — ევროპული ღირებულებების დაცვა კი არა, მათი თავიდან ბოლომდე ღალატია.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია – როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: სიამაყით საუბრობენ 2003-2012 წლებზე და იმ დანაშაულებს ფაქტობრივად ხდიან საქილიკოდ – ხელს აწერენ იმას, რომ ნაცობა არის იდეოლოგიურად უკურნებელი სენი და გამოწვევა, რომელსაც ერთადერთი სამართლებრივი პასუხი შეიძლება გაეცეს და სწორედ ამ პროცესში ვართ ჩვენახლა

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: კოალიცა „ცვლილებისთვის“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. მათაც ვედავებით იმავეს – კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დამოუკიდებლობის ხელყოფას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.