ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ26 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ02:09
ირაკლი კობახიძე

განცხადება · 88 ნახვა

„დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს“

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ასევე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან რადიკალური პარტიის ლიდერები – ისევ ისინი ლაპარაკობენ მაღალ ფასებზე და თვითონ ადებენ მაღალ ფასნამატს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი და არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს.

„კონკრეტული ოპოზიციური ტელევიზიები პირდაპირ, აშკარად ხელს აფარებდნენ სადისტრიბუციო ბიზნესს, ასევე ქსელებს და პირდაპირ აქცენტი ხელოვნურად გადაჰქონდათ დღგ-ზე, რაც პირდაპირ აჩენს ეჭვს, რომ იყო პოლიტიკური, სუბიექტური ინტერესებიც. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ისიც, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, ასევე, სხვა მიმართულებითაც იკვეთება მათი პირდაპირი თანამონაწილეობა. ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერები. ისევ ისინი ლაპარაკობენ მაღალ ფასებზე და თვითონ ადებენ მაღალ ფასნამატს, რაც საბოლოო ჯამში, ფასების ზრდას იწვევს. ყველა ამ ადამიანს მოუწევს პასუხების გაცემა. კეთილი ინებოს და ამ ასოციაციის ხელმძღვანელი მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს და საზოგადოებამ უნდა ნახოს და შეაფასოს ეს ყველაფერი. თუ ვერ დაასაბუთებენ, მაშინ კეთილი ინებონ და დაწიონ ფასები. არ შეიძლება ასმა ადამიანმა იძალადოს ოთხ მილიონ ადამიანზე. თუ ჩვენ დავადგენთ, რომ 100 ადამიანი ძალადობს ოთხ მილიონ ადამიანზე, აქაც სახელმწიფო უნდა ჩაერიოს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კობახიძე„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში ექნებოდა დაახლოებით 50 000-100 000 ლარი“
  2. ირაკლი კობახიძე„საშუალება მქონდა, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის“
  3. ირაკლი კობახიძე„ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვდა, კანონების, რომელთა აღსრულება ეროვნული იდენტობის დასაცავად მნიშვნელოვანია“
  4. ირაკლი კობახიძე„ერეკლე მეორის კრიტიკოსები თავს მთავარ ევროპელებად წარმოაჩენენ, ევროპის არსებობაც ლამის საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ, სინამდვილეში, ერეკლე მეორის ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა“