„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში ექნებოდა დაახლოებით 50 000-100 000 ლარი“
„საშუალება მქონდა, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის“
„ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვდა, კანონების, რომელთა აღსრულება ეროვნული იდენტობის დასაცავად მნიშვნელოვანია“
„ერეკლე მეორის კრიტიკოსები თავს მთავარ ევროპელებად წარმოაჩენენ, ევროპის არსებობაც ლამის საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ, სინამდვილეში, ერეკლე მეორის ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა“
„ვხედავთ, რომ „დიპ სტეიტი“ რუსოფობიურ კამპანიას საგანგებო ყურადღებას უთმობს, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“
„საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?“
საქართველოში მოქმედ აგენტურაზე
„როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული – პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა“
„პოლიტიკური ძალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობოები, რომლებიც ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია – ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა“
„ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებას“
„ეს არის დანაშაულებრი ვიმიდგომა, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისთვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის“
გვარამიას განცხადებაზე
„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად ჯანსაღი. პრინციპი მარტივია – არ შეიძლება გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ“
„“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები – ამ ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობის სწორად დაგეგმვა“
„„თვალთხარიას“ იმიჯი არ მოსწონთ და აცხადებენ, თითქოს მას არ გაუცია ბრძანება სროლასთან დაკავშირებით“
„2025 წელს საშუალო ხელფასმა 2 283 ლარი შეადგინა, ხუთ წელიწადში გაორმაგებულია, ეს კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია, რომ ეკონომიკური ზრდა აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე“
„საქართველოში ყველაზე რეიტინგული კომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა თანამდებობიდან, ეს არის კარმა“
„თვალნათელია, რომ საქართველო-ჩინეთის პარტნიორობა აისახება კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის, სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა“
„საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო“
„2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია“
„კონკრეტული პატიმრები თუ გამოხატავენ სინანულს, ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, მაგრამ სინანული და მონანიება პრინციპულად მნიშვნელოვანია“
„ერთ-ერთი ცვლილება შეეხება იმის დაზღვევას, რომ კომპანიებმა შავი სიისთვის თავის არიდება ვერ მოახერხონ“
„ბრძოლების ფონზე გარკვეული სირთულეები გუნდის შიგნითაც დაგროვდა. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის დამშვიდებამ მოგვცა ამ შიდა პრობლემებზე ზრუნვის საშუალება- ჩვენ მოვახერხეთ მართვის სისტემების დახვეწა და სწორ რელსებზე დაყენება“
„ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს არის პირდაპირი მუქარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის სამარცხვინო“
„მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“
„დღეს საქართველო სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეტაპობრივად განმტკიცდა სამართლებრივი სახელმწიფო დამ ნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ“
„უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართულმა ოცნებამ“ სრული პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე და ფუნდამენტური პრობლმეების მიუხედავად, განხორციელებული სისტემური ცვლილებებით, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა“
„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულება შერჩევითი იყო, ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენდა, რაც იგრძნობოდა არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზე“
„14 წლისწინ, დღევანდელდღეს, საქართველოსუახლესისტორიაშიგარდამტეხიმოვლენამოხდა, დაფუძნდაპოლიტიკურიგაერთიანება – „ქართულიოცნება – დემოკრატიულისაქართველო““
„ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას, მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის“
„საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში“
„ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, ის სისუსტეები აღარ იქნება“
„მადლობა ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მისი გაბედული ბრძოლა რომ არა, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი იდენტობის დაცვა“
„ფასდაუდებელია ილია მეორის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში“
„საქართველოს შეუძლია, ეუთო-ს ბევრ ქვეყანას ასწავლოს დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად“
„ევროპული ქვეყნის ელჩს როცა უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე მეტყველებს ტრაგიკულობის ხარისხზე, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი“
„„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, გამოქვეყნდა წინასწარ დაწერილი დასკვნა, საქართველო მოწინავეა ეუთო-ს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარებით“
„ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით გარკვეული კორექტივები შევიტანეთ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად იქნება აქციზის გაზრდილი ტარიფი“
„გვინდა, ხაზი გავუსვათ ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას, ამ კუთხით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს“
„ოპოზიციას არაბიზაციის დაანონსებული პროცესი ჩაუვარდა“
„დღეს მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების კვოტებს ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, თსუ-ს დაუბრუნდება დედაუნივერსიტეტის მისია“
„გუშინდელ დებატებში მონაწილეობდა რვა ადამიანი, შვიდმა გამოავლინა მაღალი კულტურა, იყო ერთი ამოვარდნა, რაც საზოგადოებამ თავისი თვალით იხილა“