ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ31 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ02:36
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 173 ნახვა

„„მშვიდობა ჰორიზონტზეა“ – ეს არა აბსტრაქტული იმედი, არამედ კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმებაა“

დონალდ ტუსკის განცხადებაზე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებებს ეხმიანება და განმარტავს, რომ ეს განცხადებები ასახავს ევროკავშირის მხრიდან უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ახალ პოლიტიკურ რეალობას და მოლაპარაკებებისკენ მიმართულ პროცესს. „ეს არაა რიტორიკა, არამედ – სიგნალია, საჯაროდ და გააზრებულად გაგზავნილი“ – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ტუსკის გზავნილები მიუთითებს იმაზე, რომ ევროპა უკვე იწყებს საზოგადოების მომზადებას რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებების მისაღებად.

“აი ეს კი უკვე საყურადღებო განცხადებებია. ეს არაა არც „ტრამპისტების“ (ორბანის, ფიცოს, ბაბიშის თუ მელონის), არამედ დონალდ ტუსკის განცხადება. ეს არაა რიტორიკა, არამედ – სიგნალია, საჯაროდ და გააზრებულად გაგზავნილი. პოლონეთის პრემიერი იმ პოლიტიკოსთა რიცხვს არ მიეკუთვნება, რომლებიც მსგავს განცხადებებს ევროკავშირისა და აშშ-ის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე აკეთებენ. გაჟღერდა ფორმულა „მშვიდობა ჰორიზონტზეა“, რაც არა აბსტრაქტულ იმედს, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ შეთანხმებას ნიშნავს. მშვიდობა „ჩნდება“ მხოლოდ მაშინ, როცა ერთ-ერთი მხარის სამხედრო მიზნები მიუღწევადად არის აღიარებული, კონფლიქტის სპონსორები მზად არიან შედეგი დააფიქსირონ და იწყება საზოგადოებრივი აზრის მომზადება მძიმე და მტკივნეული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ვადებს („სავარაუდოდ კვირები“, „იანვარი“) ასეთი დონის პოლიტიკოსები შემთხვევით არ ასახელებენ. ვუბრუნდები ჩემს არაერთხელ გაჟღერებულ ვარაუდს – ტრამპისთვის 31 იანვარი (მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტების რეგისტრირების ბოლო დღე) ძალზე მნიშვნელოვანია. ეს კი ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების კონტურები უკვე არსებობს, განიხილება არა მშვიდობის პრინციპები, არამედ კონკრეტული პარამეტრები და იანვარი ხდება გადაწყვეტილების თავსმოსახვევი ფანჯარა. „ტერიტორიული კომპრომისი“ არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო განცხადება. აქამდე ტერიტორიულ დათმობებზე მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ, ახლა კი ეს ევროპელმა ლიდერმა ღიად გააჟღერა – თან არა „ტრამპისტების“ ბანაკის, არამედ ევრობიუროკრატიის ბირთვის წარმომადგენელმა. ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელი დე-ფაქტო აღიარებს: ყველა ტერიტორიის დაბრუნება შეუძლებელია და „მტკივნეული არჩევანის“ პასუხისმგებლობა მთლიანად კიევს გადაეცემა. რატომ სწორედ ტუსკი? პოლონეთი ფრონტისპირა და უკრაინული თემის მიმართ უკიდურესად მგრძნობიარე სახელმწიფოა.

თუ მსგავსი განცხადებები ვარშავიდან ისმის, ეს ნიშნავს, რომ პოზიცია უკვე მიტანილია ბრიუსელში, ბერლინსა და პარიზში. პოლონეთი ამ შემთხვევაში გამოიყენება როგორც მძიმე ამბის გამხმოვანებელი, მაშინ როცა გერმანია და საფრანგეთი დროებით ჩრდილში რჩებიან. შესაბამისად, მოკლევადიან პერსპექტივაში, იანვარში, დაიწყება კიევზე ზეწოლის აქტიური ფაზა ფორმულით – „მშვიდობისთვის საუკეთესო მომენტი“. შეთავაზებული იქნება კონფლიქტის გაყინვის და პოლიტიკური კონტროლის ხაზის დაფიქსირების სქემა. „გამარჯვების“ რიტორიკა შეიცვლება უკრაინის „სახელმწიფოებრიობის გადარჩენის“ ნარატივით. საშუალოვადიან პერსპექტივაში, 2026 წლის დასაწყისში, უკრაინა დიდი ალბათობით დადგება მძიმე არჩევანის წინაშე – ტერიტორიული დათმობები სახელმწიფოს შენარჩუნების გარანტიების სანაცვლოდ. წინააღმდეგობის შემთხვევაში, უკრაინას ეტაპობრივად შეუმცირდება მხარდაჭერა. როგორც ჩანს, ტრამპმა ბრიუსელზე საჭირო ზეწოლა უკვე მოახდინა, რის შედეგადაც ევროკავშირი კონცენტრირდება კონფლიქტის სტაბილიზაციაზე და არა რევანშზე. ომი გაფორმდება როგორც „დასრულებული“, თუმცა ფორმალური მშვიდობის გარეშე. სტრატეგიულად ეს არც უკრაინის გამარჯვებაა და არც რუსეთის მარცხი – ეს არის კონფლიქტის გადაფორმატება ახალ რეალობებზე, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან,”- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„სკოლებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და თეატრებში რუსულ ენაზე ტოტალური კონტროლის დაწესება რეპრესიების გზით, კიევის რეჟიმის ფაშისტური გამოვლინებების კიდევ ერთ აგრესიულ ბუნებას აშიშვლებს“
  2. დავით ქართველიშვილი„პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ“
  3. დავით ქართველიშვილი„ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში“
  4. დავით ქართველიშვილი„ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია – როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს“