პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი-არავინ იფიქროთ, რომ მსგავსი სცენარის იმპორტი საქართველოში შესაძლებელია

არავინ იფიქროთ, რომ მსგავსი სცენარის იმპორტი საქართველოში შესაძლებელია,-ასე ეხმურება „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მადუროს დაპატიმრებას.

მისივე თქმით, რუსული რეჟიმის შეცვლის გარეშე, ჩვენ მოვლენათა ამ განვითარებით ვერ ვისარგებლებთ, თუმცა სულ მცირე, ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღება ხდება შესაძლებელი.

„რატომ არის ჩვენთვის კარგი ამერიკის ჩარევით ვენესუელაში რეჟიმის მარცხი:

1. გეოპოლიტიკაში ძალის ვაკუუმი თავისუფალი არასოდეს რჩება, რასაც არ ავსებს ამერიკა, ავსებს რუსეთი – ჩვენთვის ჯობია რომ მტერი დაგვისუსტდეს, მეგობარი – გაგვიძლიერდეს.

2. მადუროს ანტიამერიკული რეჟიმი ამის მაგალითია – პუტინთან ერთად მადურომ აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმები და მისი ხელიდან, დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – ანუ მადუროს რეჟიმი საქართველოს ეროვნული ინტერესების მტერი იყო და

კარგია რომ განეიტრალდა.

3. ქართველებისთვის ეს რას ნიშნავს? ავტომატურად არაფერს, პოტენციურად – ბევრს.

რუსული რეჟიმის შეცვლის გარეშე, ჩვენ მოვლენათა ამ განვითარებით ვერ ვისარგებლებთ – არავინ იფიქროთ, რომ მსგავსი სცენარის იმპორტი საქართველოში შესაძლებელია.

თუმცა, ძალის მოკრება, ივანიშვილის ანტიამერიკული რეჟიმისთვის სერიოზული წინააღმდეგობის შექმნა და ცვლილებამდე მიყვანა თუ შევძელით – სულ მცირე, ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღება ხდება შესაძლებელი.

ცვლილებას არ სჭირდება სასწაული. ცვლილებას სჭირდება დამოუკიდებლად (და არა ჯოგურად!) მოაზროვნე ადამიანების წესებზე დაფუძნებული კოორდინაცია“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა