ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ4 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ10:39
ლევან ჭოტორლიშვილი

განცხადება · 150 ნახვა

„მადურო, როგორც სააკაშვილი, ანგარიშს არ უწევდა გეოპოლიტიკის პრინციპებს. მადურო -სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, განსხვავება იმაშია, რომ ქართველ ხალხს ეყო ძალა რეჟიმის თავიდან მოშორებისთვის და დემოკრატიის გზაზე გადაწყობისთვის, ვენესუელელებმა – ვერ მოახერხეს“

ვხედავ მსგავსებას მადუროს რეჟიმს და სააკაშვილის რეჟიმს შორის. ორივემ დემაგოგიით მოიგეს არჩევნები და არცერთს აღარ უნდოდა ძალაუფლებიდან წასვლა,- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი.

ჭოტორლიშვილის თქმით, ორივემ დემაგოგიით მოიგეს არჩევნები და არცერთს აღარ უნდოდა ძალაუფლებიდან წასვლა. ის პარალელს ავლებს მიხეილ სააკაშვილთან და ამბობს, რომ მადურო-სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, რომლებიც ღიად მტრობდნენ მათ რეგიონებში არსებულ ძლიერ ძალებს.

“მადურო ვენესუელელი სააკაშვილი. გეოპოლიტიკური სარკული სიმეტრია. არ ვამართლებ ამერიკის მოქმედებას (მერე რომ არ დამწამონ) მაგრამ, ვხედავ მსგავსებას მადუროს რეჟიმს და სააკაშვილის რეჟიმს შორის. ორივემ დემაგოგიით მოიგეს არჩევნები და არცერთს აღარ უნდოდა ძალაუფლებიდან წასვლა. ჩამოაყალიბეს კრიმინალური, კორუმპირებული მოძალადე რეჟიმები. თუმცა, მთავარი მსგავსება მადუროს და სააკაშვილის რეჟიმებს შორის არის გეოპოლიტიკაში. მადურო ისევე როგორც სააკაშვილი, ანგარიშს არ უწევდა გეოპოლიტიკის პრინციპებს. ორივე ღიად მტრობდნენ მათ რეგიონებში არსებულ ძლიერ ძალებს, ორივეს იმედი ჰქონდათ ოკეანეს გაღმიდან სხვა ძლიერი ძალების მხარდაჭერის. მადურო -სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, ოღონდ ერთისთვის ოკეანეს გაღმა ჩინეთი იყო, მეორესთვის ამერიკა. ერთისთვის რეგიონში დომინანტი ძალა ამერიკა იყო, მეორესთვის რუსეთი. ორივე ციხეში ზის ამჟამად. განსხვავება არის იმაში, რომ ქართველ ხალხს ეყო ძალა რეჟიმის თავიდან მოშორებისთვის და რაციონალური გეოპოლიტიკის და დემოკრატიის გზაზე გადაწყობისთვის, ვენესუელელებმა ეგ ვერ მოახერხეს.”- წერს ჭოტორლიშვილი.

ლევან ჭოტორლიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლევან ჭოტორლიშვილი„ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება“
  2. ლევან ჭოტორლიშვილი„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ- ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად. პოლიციაზე თავდასხმისთვის, სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის არის ციხე“
  3. ლევან ჭოტორლიშვილი„არაკომპეტენტური მიზანტროპების და ინფანტილების ნაზავია მთელი ოპოზიციური სპექტრი“
  4. ლევან ჭოტორლიშვილი„გადაუარა პარლამენტის თავმჯდომარემ დებატებში ოპოზიციას. ფაქტია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან კატასტროფულად აგებს ნებისმიერ დებატს“