ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი17°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი24°C
  • რუსთავი19°C
  • ზუგდიდი22°C
  • თელავი14°C
  • გორი19°C
  • ახალციხე17°C
  • ოზურგეთი22°C
  • ამბროლაური19°C
  • მესტია13°C
  • ფოთი22°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ4 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ15:13
ვატო შაქარიშვილი

განცხადება · 118 ნახვა

ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციაზე

„როდესაც გყავს დიდი და ძლიერი მეზობელი, არ შეიძლება მასთან დაპირისპირებულ ბანაკში აღმოჩნდე, სხვა კონტინენტზე არსებული ჰიპოთეტური მოკავშირის დახმარების იმედად – მომხდარი გაკვეთილად უნდა მივიღოთ, აუცილებელია დავიწყოთ მუშაობა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის!“

ქართველ ლიბერდებილებს უხარიათ ვენესუელაში განხორციელებული ოპერაცია, რადგან ამ მოვლენის არც შინაარსი ესმით და არც მისი შესაძლო ეფექტი დანარჩენ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში. შაქარიშვილის განცხადებით, აშშ არასოდეს ყოფილა იმ წესების ერთგული, რომლებიც დიდწილად სწორედ მისივე შექმნილია, თუმცა ამჯერად, ბოლომდე ანგრევს აქამდე არსებულ წესრიგს. რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, ქვეყანამ ვენესუელაში განვითარებული მოვლენები გაკვეთილად უნდა მიიღოს და სხვა კონტინენტზე არსებული ჰიპოთეტური მოკავშირის დახმარების იმედად, რუსეთთან ომში მყოფების ბანაკში არ უნდა იყოს.

“ქართველ ლიბერდებილებს უხარიათ ვენესუელაში განხორციელებული ოპერაცია, რადგან ამ მოვლენის არც შინაარსი ესმით და არც მისი შესაძლო ეფექტი დანარჩენ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე. ისეთი აღფრთოვანებულები არიან, როგორც ბავშვობაში ჰოლივუდური თრილერის ყურების შემდეგ ვიყავით ხოლმე. თანაც, ყველაზე კომიკური ისაა, რომ რეალურად საქართველოს სწორედ იმისკენ უბიძგებენ მთელი ეს წლებია, რამაც ვენესუელა ამ შედეგამდე მიიყვანა. როდესაც გყავს დიდი და ძლიერი მეზობელი, არ შეიძლება მასთან დაპირისპირებულ(მით უმეტეს, ომში მყოფ) ბანაკში აღმოჩნდე, სხვა კონტინენტზე არსებული ჰიპოთეტური მოკავშირის დახმარების იმედად. აშშ არასოდეს ყოფილა იმ წესების ერთგული, რომლებიც დიდწილად სწორედ მისივე შექმნილია – “ამერიკული ბომბი ხომ ყოველთვის ტკბილი იყო და ცეცხლის ნაცვლად დემოკრატიას აღვივებდა”… მაგრამ ახლა არამხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების დეკლარაციით, არამედ კონკრეტული ქმედებებით აშშ ბოლომდე ანგრევს აქამდე არსებულ წესრიგს. ნარკოტიკების სარჩულად ამოდება განსაკუთრებული ცინიზმია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებისგან პოლიტიკურ ცინიზმს მიჩვეულია მსოფლიო.

ნარკოტიკებისგან ქვეყნის დაცვა საზღვრის და ქვეყნის შიგნით კრიმინალის კონტროლის გზით არის შესაძლებელი და ეს ვერ იქნება სუვერენულ ქვეყანაში შეჭრის და მისი პრეზიდენტის გატაცების ლეგიტიმაციის საფუძველი. თუმცა, არც რეალური მიზანი დაუმალავს ტრამპს – საერთაშორისო სამართალი იმიტომ გადავჯეგეთ, რომ ვენესუელაში არსებულ ნავთობის მარაგებს ამერიკული კომპანიები დაპატრონებოდნენო. ასეთია რეალობა და ამ მოცემულობას საქართველომ თვალი უნდა გაუსწოროს. „უუხ, ეგრე მოუხდება მადუროს, მაგან აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა“ – მსგავსი ემოციები გვერდით უნდა გადავდოთ და მომხდარი კიდევ ერთ გაკვეთილად მივიღოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით იმ ბანაკს მივაკუთვნებთ საქართველოს, რომელიც რუსეთთან ომშია. ამ მისწრაფებამ გახვია უკრაინა გამანადგურებელ ომში, ამ პოლიტიკამ მოგვიტანა 2008 წლის ომი და ტერიტორიების ოკუპაცია. ამიტომ, აუცილებელია დავიწყოთ მუშაობა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის!” – წერს ვატო შაქარიშვილი.

ვატო შაქარიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ვატო შაქარიშვილი„ნაცმოძრაობა და სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ადასტურებენ, რომ როინ შავაძე საჩვენებელი სისასტიკით დახვრიტეს. მათი მსხვერპლების და ქართველი ხალხის მიმართ ზიზღს აღარც მალავენ. კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს არა უბრალოდ არაკონსტიტუციური ძალა, არამედ ბოროტი ძალაა, მათი ადგილი ჩვენ ქვეყანაში არ არის“
  2. ვატო შაქარიშვილი„“პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა“
  3. ვატო შაქარიშვილი„სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია“
  4. ვატო შაქარიშვილი„მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის“