„ნაცმოძრაობა და სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ადასტურებენ, რომ როინ შავაძე საჩვენებელი სისასტიკით დახვრიტეს. მათი მსხვერპლების და ქართველი ხალხის მიმართ ზიზღს აღარც მალავენ. კოლექტიური ნაცმოძრაობა ეს არა უბრალოდ არაკონსტიტუციური ძალა, არამედ ბოროტი ძალაა, მათი ადგილი ჩვენ ქვეყანაში არ არის“
„“პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა“
„სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია“
„მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის“
„გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ“
„რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე“
„ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება“
„იკითხებოდა, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით, უცხოური აგენტურის მოღალატეობრივ კამპანიას ექნებოდა კულმინაცია და ეს გააკეთეს კოლექტიურმა გვარამიებმა, რომლებმაც აფხაზეთის საკითხს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი უწოდეს და მისი, როგორც “ტრავმული მეხსიერების” დავიწყება, პრაგმატულ ნაბიჯად წარმოაჩინეს“
„უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით“
„ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღელის დადგმა ეროვნულ მიზნად ვაქციეთ – ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს“
ევროკავშირში გაწევრიანებაზე
„ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ამ მტიკცე სიტყვას დიდი შეტევა მოჰყვებოდა ჩვენი ქვეყნის მტრების მხრიდან, რადგან ერის სულიერ მამად ახლადგამორჩეული პატრიარქის ქადაგება მთლიანად ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს“
პატრიარქის ქადაგებაზე
„როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს“
„“შიგევროპული” ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან, კაცის მკვლელები და მწამებლები – უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ“
„პროფესიით საქართველოს მტრის, თინა ხიდაშელის აბსურდული ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტერორისტების მომზადების ცენტრები, არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც სისხლისმღვრელ ომში ჩვენს გახვევას ემსახურება“
„გრძელდება უკრაინის ომი, ძვირდება ენერგო-რესურსები, ცხადია, მომდევნო წლები ევროკავშირის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო რთული იქნება. ლეგიტიმურია კითხვა – ასეთი მომავლისთვის ამზადებს ხელისუფლება ქვეყანას, როდესაც აცხადებს, რომ 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გააწევრიანებს?“
„ნაც-მოძრაობის ყოფილი თუ მოქმედი წარმომადგენლების მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ისინი პასუხისმგებლობას იღებენ სანდროს წამებასა და მკვლელობაზე, ისევე, როგორც სხვა ყველა დანაშაულზე, რაც ჩადენილია ქართველი ხალხის და საქართელოს წინააღმდეგ“
გირგვლიანის მკვლელობაზე
„დღევანდელი ურთიერთობა ტრამპსა და ლარი ფინკს შორის, ამ უკანსკნელის დანიშვნა დავოსის ფორუმის თავმჯდომარედ და BlackRock-ის პირდაპირი მონაწილეობა უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ცხადყოფს რეალურად ვინ მართავს ტრამპს და მთელს ამ პროცესებს“
„თუ ჩვენ თვალს გავუსწორებთ ახალ რეალობას და ქვეყანას ძალით არ მოვაყოლებთ NATO-სა და ევროკავშირის ნანგრევებში, რეგიონში ახალი სატრანზიტო გზების გაჩენა არა საფრთხე, არამედ დამატებითი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის“
„მილიონი უკრაინელი ჩააწვინეს მიწაში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, საკუთარი ქვეყნებიც დააზიანეს, მაგრამ, როდესაც აშშ-მა თავში წამოარტყა, მაშინ გაახსენდათ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა – ევროკავშირის მხილება აღარ არის საკმარისი, საქართველო უნდა გათავისუფლდეს კონსტიტუციური მარწუხისგან (78-ე მუხლი)“
„როდესაც გყავს დიდი და ძლიერი მეზობელი, არ შეიძლება მასთან დაპირისპირებულ ბანაკში აღმოჩნდე, სხვა კონტინენტზე არსებული ჰიპოთეტური მოკავშირის დახმარების იმედად – მომხდარი გაკვეთილად უნდა მივიღოთ, აუცილებელია დავიწყოთ მუშაობა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის!“
ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციაზე
„ჰგონია, რომ საშინელებას ამბობს, ამ დროს საკუთარ ქმარს ამხელს ბოლომდე, რა არაკაციც არის – ბაჩომ ცოლი გაწირა და ისევ სუსმა ინამუსა“
ახალაიას ცოლის განცხადებაზე
„მშვიდობით, ინვესტიციებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობით, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებით, მართლმადიდებლობით, სუვერენიტეტით, პრაგმატულობით, განვითარებით ევროკავშირის “აღთქმულ მიწაზე” ვერ მოხვდებითო“
ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
„ევროკავშირმა თხარა, თხარაო და MEGOBARI Act-ი გამოთხარაო! აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირში მოქმედი აზრის გამოხატვის ცენზორები, მათ შორის, ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი დაასანქცირა“
„TBC ბანკი ფულს დებს აკაცუკების ანუ კოლექტიური დიხამინჯიების პოპულარიზაციაში და პოზიტიურად წარმოჩენაში – რატომ აკეთებს ამას ბანკი, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მოგებას იღებს? ყველაზე გასაგებად აღნიშნულ კითხვას, TBC-ის მეწილეებში ხაზარაძე-ჯაფარიძის გვერდით, ოლიგარქიული ოჯახების საკუთრებაში არსებული BlackRock-ის გამოჩენა პასუხობს“