პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის განცხადების გაყალბებაზე: “ტვ პირველმა” 2026 წელიც დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელებით და დარტყმა მიაყენა ჩვენს სამშობლოს – ეს ან არაპროფესიონალიზმი და უვიცობაა, ან სამშობლოს გაყიდვისკენ გადადგმული ნაბიჯი და რომელი უფრო დიდი პრობლემაა, “ტვ პირველის” თანამშრომლებმა გადაწყვეტონ 

როდესაც ჩვენ ვამბობთ და ვამხელთ, რომ უსამშობლოთა ერთი დიდი გაერთიანება არსებობს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, რომლის მცირე ნაწილი და რეალურ გამხმოვანებლად ე.წ. რუპორად, ტვ პირველი არის გადაქცეული, 2026 წელიც დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელებით, სიცრუის ტირაჟირებით და პირდაპირი დარტყმა მიაყენა ჩვენს სამშობლოს,  –  განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თვამჯდომარე არჩილ გორდულაძემ, რომელიც გამოეხმაურა “ტვ პირველის” მიერ სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის 2024 წელს გაკეთებული განცხადების გაყალბების ფაქტს.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, შეუძლებელია, არაღიარების პოლიტიკის წინააღმდეგ განცხადება ისე დაამახინჯო, რომ საბოლოო ჯამში დეზინფორმაცია გამოვიდეს და ამით საკუთარ სამშობლოს მიაყენო დარტყმა.

“შეუძლებელია, არაღიარების პოლიტიკის წინააღმდეგ განცხადება ისე დაამახინჯო, რომ საბოლოო ჯამში, გამოგივიდეს აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია, დარტყმა მიაყენოს შენს სამშობლოს – ერთ ვარიანტში, ეს ან არაპროფესიონალიზმი და უვიცობაა და ეს დიდი პრობლემაა, ხოლო ვინც იცის და გაიაზრა რა გააკეთა, ეს სამშობლოს გაყიდვისკენ გადადგმული ნაბიჯი და მავნებლობაა და რომელი უფრო დიდი პრობლემაა, “ტვ პირველის” თანამშრომლებმა გადაწყვეტონ ერთმანეთში.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ მამუკა მდინარაძის მიერ, 14 თვის წინ ნათქვამი ციტატა გააყალბა, სადაც ის ნიკოლას მადუროს განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით, არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის იყენებდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა