ხელოვნება და კულტურა

100 000 დოლარი მიკი რურკის დასახმარებლად: მსახიობმა საქველმოქმედო კამპანიას დამამცირებელი უწოდა

ახალი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ „ოსკარის“ 73 წლის ნომინანტი, შესაძლოა, ლოს-ანჯელესში უსახლკაროდ დარჩეს ქირის გადაუხდელობის გამო. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, რურკს ან 59 100 დოლარის დავალიანება უნდა დაეფარა, ან ბინა დაეტოვებინა. მსახიობმა ეს მოთხოვნა არ შეასრულა.

ამის შემდეგ, პლატფორმა GoFundMe-ზე მსახიობის სავარაუდო მენეჯერებმა 100 000 დოლარის შეგროვება დაიწყეს. კამპანიის აღწერაში მითითებული იყო, რომ ეს თანხა რურკს დაეხმარებოდა თავიდან აეცილებინა გამოსახლება, რაც გამოწვეული იყო: ჯანმრთელობის პრობლემებით; ფინანსური სირთულეებით; „დავიწყების“ შედეგებით.

საჭირო თანხა ძალიან სწრაფად შეგროვდა, თუმცა თავად მიკი რურკმა განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა და მომხდარს „დამამცირებელი“ უწოდა.

მან Instagram-ზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც საკმაოდ ხისტად გამოხატა თავისი პოზიცია:

„ეს მე არ ვარ. ფული რომ დამჭირვებოდა, არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებდი ამ დაწყევლილი შემოწირულებების თხოვნას. მირჩევნია იარაღი უკანალში გავირჭო და სასხლეტს თითი გამოვკრა“, — განაცხადა რურკმა.

მსახიობმა თაყვანისმცემლებს მოუწოდა, არ გადარიცხონ ფული და განმარტა, რომ მას მსგავსი დახმარება არ სჭირდება.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა