Uncategorized

გაეროს ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის“: 2026 წელს საქართველო კავკასიაში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს და ლიდერი იქნება

J

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 2025 წელს დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ორმა საკვანძო სექტორმა: ტურიზმმა და მშენებლობამ.

გაეროს ექსპერტების ვარაუდით, 2026 წელს საქართველო კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება.

პროგნოზირებული 5.4%-იანი ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს:

  • საქართველო – 5.4%
  • სომხეთი – 4.8%
  • აზერბაიჯანი – 2.7%

ანგარიში ასევე ეხება აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც. 2026 წლის პროგნოზით, საქართველოს ზრდის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მოლოდინებს:

მოლდოვა: 2.5%

უკრაინა: 2.3%

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა