პოლიტიკა

ალმოდებული მეჩეთები და 60-ზე მეტი დაღუპული: ირანში მასშტაბური პროტესტი გრძელდება

უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA (ადამიანის უფლებათა დამცველების საინფორმაციო სააგენტო, რომელიც აშშ-შია ბაზირებული) იტყობინება, რომ ირანში პროტესტის პირველი 13 დღის განმავლობაში 65 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი ბავშვი და მოზარდი. ასევე, დაკავებულია 2 300-ზე მეტი დემონსტრანტი.

ირანის ხელისუფლება აღიარებს ეკონომიკური პრობლემების გამო გამოწვეული „მშვიდობიანი სახალხო პროტესტის“ არსებობას, თუმცა ამტკიცებს, რომ ქუჩებში გამოვიდნენ უცხოური ძალების გავლენის ქვეშ მყოფი „შეიარაღებული დივერსანტები“ და „ტერორისტები“. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, დონალდ ტრამპი პროცესებში ჩარევაში დაადანაშაულა.

თეირანის მერმა, ალირეზა ზაკანიმ განაცხადა, რომ მომიტინგეებმა დაარბიეს ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის 26 ბანკი, ასევე თავს დაესხნენ 2 საავადმყოფოს და ცეცხლი წაუკიდეს დედაქალაქის 25 მეჩეთს, — იტყობინება CNN.

აშშ-ში დევნილობაში მცხოვრებმა ირანის ბოლო შაჰის ვაჟმა, რეზა ფეჰლევმა, მომიტინგეებს მოუწოდა „აიღონ და შეინარჩუნონ“ ქალაქების ცენტრები. მან ასევე დასძინა, რომ „ემზადება სამშობლოში დასაბრუნებლად“, როგორც კი მომიტინგეები „გამარჯვებას მოიპოვებენ“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა