ირანის გენერალური პროკურორის თქმით, ყველა მომიტინგე, რომელმაც სახელმწიფო ქონება დააზიანა და ძირი გამოუთხარა ქვეყნის უსაფრთხოებას, სიკვდილით დაისჯება.
„მათ წაუყენებენ ბრალს, როგორც ღმერთის მტრებს. ეს ეხება როგორც მეამბოხეებსა და ტერორისტებს, ასევე მათ, ვინც ამბოხებულებს ეხმარება“, – აცხადებს მოჰამად მოვაჰედი აზადი.
საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში ამ დრომდე გრძელდება.
საპროტესტო აქციები თეირანში ორი კვირის წინ, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო დაიწყო. მას შემდეგ გამოსვლები ირანის ყველა პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. Time-ის ცნობით, ქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
Facebook Comments Box











