Uncategorized

GB News: კირ სტარმერი ილონ მასკის X-ის საერთაშორისო აკრძალვის ამოქმედების შესახებ კანადასთან და ავსტრალიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა კანადასთან და ავსტრალიასთან ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა, – წერს GB News-ი.

გამოცემა იტყობინება, რომ სოცქსელი სკანდალში მისი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის, Grok-ის გამო გაეხვა, რომელიც ქალებისა და ბავშვების სურათების გენერირებისთვის გამოიყენებოდა.

„ახლა დაუნინგ სტრიტი სხვა ქვეყნებთან სამმხრივი ერთობლივი რეაგირების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ცნობილია, ავსტრალია და კანადა იზიარებენ კირ სტარმერის შეშფოთებას deepfake საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ, განაცხადა: „ვფიქრობ, სრულიად ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ეს ინსტრუმენტი [deepfake] Grok-ის მეშვეობით ადამიანების სურათების შესაქმნელად გამოიყენეს. ეს არის იმის მაგალითი, რომ სოციალური მედია არ იჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას. ავსტრალიელები და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მოქალაქეები უკეთესს იმსახურებენ“.

კანადელი ლიბერალი პარლამენტარები კი ჯერჯერობით უარყოფენ, რომ მათი ქვეყანა პლატფორმის აკრძალვას აპირებს – ერთ-ერთმა მათგანმა, ტორონტოს ცენტრის წევრმა ევან სოლომონმა, პირობა დადო: „კანადა არ განიხილავს X-ის აკრძალვას“.

„დიდი ბრიტანეთი დაიმუქრა, რომ კიდევ უფრო შორს წავა და ონლაინ უსაფრთხოების კანონმდებლობის შესაბამისად, X-ს მთლიანად აკრძალავს, თუ ბატონი მასკი არ ამოიღებს ფუნქციას, რომელიც უხამსი სურათების გენერირების საშუალებას იძლევა.

„ასეთი ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის გაბრაზებას გამოიწვევს, რომელმაც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების საზღვარგარეთ ცენზურას ეწინააღმდეგება“, – წერს GB News-ი და აღნიშნავს იმასაც, რომ ილონ მასკმა ლეიბორისტებს „ფაშისტები“ უწოდა, რომლებიც „ცენზურისთვის ნებისმიერ საბაბს ეძებენ“ მისი პლატფორმის წინააღმდეგ.

გამოცემის თანახმად, ტრამპის მოკავშირე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ანა პაულინა ლუნამ, X-ის დაბლოკის შემთხვევაში კირ სტარმერისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მუქარა გააჟღერა.

„საიტის დაბლოკვა ბრიტანეთს ისეთ ქვეყნებთან დააახლოებს, როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და რუსეთი. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე ქვეყნის კოორდინირებული მოქმედება მასკს ძლიერ გზავნილს გაუგზავნის“, – წერს GB News-ი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას.გაუძელით კი არა, რასაც მოესწარით, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ხათრით.დანარჩენი კიდევ, სანქციები და ათასი უბედურება, პირადად ბიძინას, ჩვენი ძალოვნების და რამოდენიმე პოლიტიკოსის კისერზე გადავიდა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.