ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“ დღეს 8 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი3°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 10 ნოემბერი
  • USD2.5943−0.0006
  • EUR2.9041+0.0043
  • GBP3.4821+0.0075
  • TRY0.0517
  • 100 RUB3.1484−0.0229
  • AZN1.5261−0.0006
  • 1000 AMD7.1864−0.0117
  • 10 UAH0.5707−0.0016
ამბავიუცხოური მედია151 ნახვა

ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „ძალადობაში ან ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულ აქციის მონაწილეებს გასამართლებისა და დასჯის პრიორიტეტი მიენიჭებათ“

ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „ძალადობაში ან ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულ აქციის მონაწილეებს გასამართლებისა და დასჯის პრიორიტეტი მიენიჭებათ“

ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ძალადობაში ან ტერორისტულსაქმიანობაში ბრალდებულ აქციის მონაწილეებს გასამართლებისა და დასჯის პრიორიტეტი მიენიჭებათ. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„ყველას, ვინც თავს დაესხა ადამიანებს, უსაფრთხოების ძალებს ან ობიექტებსა და შენობებს, ჩაიდინა ტერორისტული აქტები, აუცილებლად უნდა მიენიჭოს გასამართლებისა და დასჯის პრიორიტეტი“, – განაცხადა ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, ღოლამ ჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმ და აღნიშნა, რომ ამ საქმეებს „რაც შეიძლება სწრაფად“ განიხილავენ.

როგორც „სიენენი“ იუწყება, ჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმ თეირანის ციხეში ხუთი საათი გაატარა, სადაც დაკავებული პირების სტატუსსა და საქმის მასალებს განიხილავდა. ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი აცხადებს, სასამართლო პროცესების ნაწილი საჯაროდ გაიმართება.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 18 137-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამასთან, როგორც „სიენენი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირი, 26 წლის ერფან სოლტანი შესაძლოა, დღეს სიკვდილით დასაჯონ.

ირანში საპროტესტო აქციები 17 დღეა, გრძელდება. როგორც „სიბიეს ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 12 ათასია და შესაძლოა, 20 ათასსაც აღწევდეს. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი კი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დაახლოებით 2 400 მომიტინგე დაიღუპა. ამასთან, 132 საათზე მეტია, ირანის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ინტერნეტზე წვდომა შეზღუდული აქვს.