ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი14°C
  • გორი13°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ24 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:42
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე

განცხადება · 99 ნახვა

„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“

ეს არის ფარისევლობის, უმაღლესი პილოტაჟი, მათი [ოპოზიციის] მხრიდან. ერთმა მეუფემ რაღაც განაცხადა და ატეხეს ერთი ამბავი: წარმოგიდგენიათ, მმართველი პარტია არ უსმენს და არ უჯერებს მათო და როგორც კი პატრიარქმა თავისი აზრი ჩამოაყალიბა ამ საკითხზე და მმართველმა პარტიამ გაიზიარა, ეს ძღვენია საპატრიარქოს მისამართითო. ის თურმე ცუდი საქციელი ყოფილა და აქ პატრიარქს თუ რამე დაუჯერე, თუ მისი არგუმენტი გაიზიარე, მაშინ რაღაც ძღვენი ყოფილა, ძღვენი - ცუდი გაგებით, როგორც მათ წარმოუდგენიათ. ამიტომ, მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ. ვის სჯერა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციაზე საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციისთვის მხოლოდ მაშინ გახდა სამსჯელო ეს საკითხი, როდესაც გაიგეს, რომ მმართველმა გუნდმა პატრიარქ შიო მესამეს დაუჯერა და მისი არგუმენტები გაიზიარა.

"მეორე, რაც ყველაზე უფრო დამაფიქრებელია: თუ ეს პრობლემა იყო და თვითონაც ამბობენ, კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ ხომ? პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო ეს, რომ ცუდი რაღაც ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო. რა ინტერესი აქვთ, რომ ეს სუროგაცია არსებობდეს - არ ვიცი. ყველა ერთად დავფიქრდეთ და ვუყუროთ, ვინ რის ლობირებას ეწევა. ჩვენ საპატრიარქოს პოზიცია შეიძლება სხვა საკითხებშიც გავიზიაროთ და ამას ხმამაღლა ვიტყვით. თუ რაღაცაზე დავფიქრდებით, ამასაც ხმამაღლა ვიტყვით, არავის მოვატყუებთ და ისინი ფარისევლები არიან," - განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, კომერციული სუროგაცია საქართველოში უკონტროლო გახდა და ეს სიტუაცია უნდა აღიკვეთოს, ვინაიდან, ამ სფეროში ქალების ჩართვამ ფაქტობრივად, ტრეფიკინგის ფორმები მიიღო.

"კომერციული სუროგაცია იმდენად უკონტროლო გახდა ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ხომ ვნახეთ, ევროპის რამდენ ქვეყანაში აიკრძალა. ეს იმდენად ფარული ურთიერთობების საგანია, რომ ამის კონტროლი თითქმის შეუძლებელია და ბევრმა ქვეყანამ საერთოდ უარი თქვა ნებისმიერი ტიპის სუროგაციაზე. ჩვენთანაც მიიღო ძალიან არაჯანსაღი ფორმები ამან და ბევრი ქალის ტრეფიკინგიც კი ხდებოდა. ჩამოჰყავდათ ეს ქალები, რომლების ექსპლუატაციასაც ეწეოდნენ და ახლაც ეწევიან, ამ წუთში, სანამ არ აიკრძალება. [ქალები] რაღაც ეტაპებს გადიოდნენ იმის გამო, რომ ორი კაპიკი ეშოვათ და თავის ოჯახში შეეტანათ. ფაქტიურად, ტრეფიკინგის უკანასკნელი ფორმები მიიღო ამ ყველაფერმა და რა თქმა უნდა, ეს ეკლესიამ შეამჩნია, ჩვენც გავიზიარეთ მათი არგუმენტები და ეს უკონტროლო სიტუაცია უნდა აღიკვეთოს საქართველოში, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი რაღაცების მომტანია. არის რაღაც სხვა ფორმები, რომლითაც შეიძლება ადამიანები გადაერთონ იმ სამედიცინო მანიპულაციებზე, სადაც მშობადობის გაუმჯობესება სხვა ფორმით არის შესაძლებელი, მაგრამ სუროგაციის ის ფორმები, განსაკუთრებით, კომერციული სუროგაციის ის ფორმები, რომელიც დღეს საქართველოშია, ყოვლად დაუშვებელია და ამაში პრინციპულები ვიქნებით," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„ყველა ვხედავთ, რომ ეს ადამიანები თუ ოდესმე ხელისუფლებაში მობრუნდნენ გაიმეორებენ წარსულში ჩადენილს, გაათმაგებულად გაიმეორებენ და ამას არც მალავენ“
  2. თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის“
  3. თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!“
  4. თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ“