განცხადება · 177 ნახვა
„ოპოზიციის ტაქტიკაა, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება - მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სხდომის განახლებამდე, შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოსარჩელე მხარისთვის დასმული კითხვები და აღნიშნა, რომ ის ძირითადი საკითხები, რომლებიც მათ არაკონსტიტუციურობას ადასტურებს, ოპოზიციურ პარტიებს არ აინტერესებთ.
შარმანაშვილის განმარტებით, მოპასუხე მხარის ტაქტიკაა მეორეხარისხოვან საკითხებზე სასამართლოს და საზოგაოდების ყურადღების გადატანა, თუმცა, მისივე თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციას ამის შესაძლებლობას არ მისცემს, ვინაიდან, ყველასთვის ცნობილია ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, თუ რატომ უნდა გამოცხადდნენ აღნიშნული პარტიები არაკონსტიტუციურად.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
"ნაციონალური მოძრაობის" კითხვებმა აჩვენა ერთადერთი: ძირითადი საკითხები, რომელიც ადასტურებს ამ პარტიების არაკონსტიტუციურობას, ის მათ არ აინტერესებთ, იმიტომ რომ იციან, იმთავითვე წამგებიანი პოზიცია აქვთ. ამიტომ მთელი მათი ტაქტიკა არის გადაიტანონ მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღება სასამართლოსი და, რა თქმა უნდა, საზოგადოებისაც, მაგრამ, სასამართლოში პროფესიონალები არიან და მათ ამ ხრიკებს იმედია არ აჰყვებიან. არც ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ რაღაც მეორეხარისხოვან საკითხებზე გადავატანინოთ ყურადღება. მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და რა არის ის ძირითადი არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
თენგიზ შარმანაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თენგიზ შარმანაშვილი„იმის მაგივრად, თვითონ შეუწყონ ხელი, რომ სახელმწიფო და ის ადამიანი, ვინც დააშავა, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯებს დგამდნენ, ყველანაირად ხელს უშლიან ნებისმიერი სახის ასეთ ურთიერთობას - ბულინგი მათი სტილია“
- თენგიზ შარმანაშვილი„სასამართლო გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ არაფერზე არიან პასუხისმგებლები, ისინი იმდენად უსუსურები არიან მტკიცებულებებსა და ფაქტების წინაშე, რომ ეს ტაქტიკა აირჩიეს“
- თენგიზ შარმანაშვილი„მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის და ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მაგრად დაუდგნენ, საკმაოდ სერიოზული ომი გადაიტანეს რუსულ მხარესთან, რომ არ აღმოჩენილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არაფრით ამართლებს იმას, რასაც "ნაცმოძრაობამ" მხარი დაუჭირა“
- თენგიზ შარმანაშვილი„მოპასუხე მხარეს რომ წარმოუდგენია, სასამართლოს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ყალბი ინფორმაცია გაავრცელო, იმიტომაც წააგეს ყველა საქმე სტრასბურგში. პოლიტიკოსები იმას რომ იკადრებენ, სასამართლოს ყალბი ინფორმაცია მიაწოდონ, ამას თავისი შედეგები უნდა ჰქონდეს“
