ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საქართველოს პროკურატურა, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი3°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი2°C
  • გორი5°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური−1°C
  • მესტია−10°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 17 ნოემბერი
  • USD2.5931−0.0003
  • EUR2.8547−0.0102
  • GBP3.4208−0.0079
  • TRY0.0515
  • 100 RUB3.1399−0.0141
  • AZN1.5254−0.0004
  • 1000 AMD7.1935−0.0012
  • 10 UAH0.5703−0.0005
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ13:54
ზაზა შათირიშვილი

განცხადება · 159 ნახვა

„აშშ-ის მიერ ევროპასთან პარტნიორობის დასრულება, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანი ბერკეტების შექმნას შეუწყობს ხელს – „დიფ სთეითს“ თავისუფლად შეეძლება ევროპა რუსეთთან სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩართოს, ან ევროკავშირი დაშალოს, ან ორივე ერთად“

როგორც უკვე აღვნიშნე, „დიფ სთეითის“ ვერაგული გეგმა, რომლის თანახმადაც ევროპა საბოლოოდ უნდა განადგურდეს და დაინგრეს არა მხოლოდ იდეოლოგიურად, თუ ეკონომიკურად, არამედ როგორც მსოფლიო პოლიტიკის ანგარიშგასაწევი აქტორი, გადამწყვეტ ფაზაშია შესული, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, დღეს უკვე აშშ ფორმალურ მიზეზს ეძებს ევროპასთან კონფლიქტისთვის, რითაც საბოლოოდ ჩაეხსნება ევროპას, რაც საბოლოოდ „დიფ სთეითს“ მისცემს შესაძლებლობას, რომ ევროპა რუსეთთან ომში ჩართოს, რაც მათ სრულ ეკონომიკურ განადგურებამდე მიიყვანს.

„დღეს უკვე ყველა ვხედავთ, რომ „დიფ სთეითის“ მართული დონალდ ტრამპი, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები ფორმალურ მიზეზს ეძებს ევროპასთან გადამწყვეტი კონფლიქტისთვის, რათა საბოლოოდ ჩაეხსნას „ბებერ კონტინენტს“, რის შედეგადაც ევროპა, რომელიც ასევე „დიფ სთეითის“ მიერ იმართება, სრულად კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპასთან პარტნიორობის დასრულება, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანი ბერკეტების შექმნას შეუწყობს ხელს – „დიფ სთეითს“ თავისუფლად შეეძლება ევროპა რუსეთთან სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩართოს, ან ევროკავშირი დაშალოს, ან ორივე ერთად. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი სცენარი ევროპას კატასტროფულ შედეგებამდე, პრაქტიკულად, სრულ ეკონომიკურ განადგურებამდე მიიყვანს, რაც, საბოლოო ჯამში, ბევრად გაამარტივებს კორპორაციული მმართველობის დაფუძნებას კონტინენტზე“- წერს ზაზა შათირიშვილი.

ზაზა შათირიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზაზა შათირიშვილი„თუკი ვინმე გაბედავს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს, მაშინვე რომელიმე იმ ქვეყნის აგენტის იარლიყს მიაწებებენ, რომელიც საჯარო კომუნიკაციაში, „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყნების მტრად აღიქმება, პარალელურად კი დააბრალებენ ყველაფერს, რასაც თავად სჩადიან“
  2. ზაზა შათირიშვილი„ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს“
  3. ზაზა შათირიშვილი„ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი“
  4. ზაზა შათირიშვილი„“დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან“