ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე12°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ13:50
ზაზა შათირიშვილი

განცხადება · 127 ნახვა

„სად არის ის ხალხი, მოსახლეობას რომ არწმუნებდნენ და გონებას ურევდნენ, თითქოს „უკრაინა იმარჯვებს“, რომ ომი უკრაინაში საქართველოსთვის „შესაძლებლობების ფანჯარაა“, რომ დიახაც, „ომი გვინდა“, სად არიან ეს ადამიანები? როგორ შეიძლება ამდენი აბსურდული პროგნოზების შემდეგ ისინი ექსპერტებად იწოდებოდნენ?!“

საზოგადოებას შევახსენებ, რომ პროცესები ზუსტად იმ მიმართულებით ვითარდება, რაზეც ჩემს წერილებში ვსაუბრობდი. ამ ფონზე, კიდევ უფრო საინტერესოა სად არიან და რა აზრზე არიან ის ე.წ. ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც „დიფ სთეითი“ დონალდ ტრამპის ხელით მართავს, დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და მისგან ელოდნენ ხსნას?! – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილის თქმით, მას აინტერესებს, თუ სად არის ის ხალხი, რომელიც საზოგადოებას არწმუნებდა, რომ „ომი უკრაინაში საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა“ იყო. იგი თავის ყველა კითხვას რიტორიკულს უწოდებს, რამდენადაც მისთვის თავიდანვე ნათელი იყო, ხოლო რეალობა სრულიად სხვაგვარი.

„სად არის ის ხალხი, ჩვენს მოსახლეობას რომ არწმუნებდნენ და გონებას ურევდნენ, თითქოს „უკრაინა იმარჯვებს“, „უკრაინის გამარჯვებამდე სულ ცოტა დარჩა“, რომ ომი უკრაინაში საქართველოსთვის „შესაძლებლობების ფანჯარაა“, რომ დიახაც, „ომი გვინდა“ და ა.შ.

სად არიან ეს ადამიანები? როგორ შეიძლება ამდენი შეცდომის და აბსურდული პროგნოზების შემდეგ ისინი ან ექსპერტებად იწოდებოდნენ, ან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ?! მით უფრო, როგორ შეიძლება მათ აზრს რაიმე გავლენა ჰქონდეს საზოგადოებაზე?! რა თქმა უნდა, ეს კითხვები რიტორიკულია, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ხალხი მათთვის სასურველ, აბსურდულ პროგნოზს ავრცელებდა ჭეშმარიტებად, მაშინ, როდესაც რეალობა სულ სხვა იყო. სწორედ ამ რეალობის შესახებ ვწერდი მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც უკვე ფაქტებითაც არაერთხელ დადასტურდა“,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

ზაზა შათირიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზაზა შათირიშვილი„თუკი ვინმე გაბედავს და საკუთარი სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვაზე იზრუნებს, მაშინვე რომელიმე იმ ქვეყნის აგენტის იარლიყს მიაწებებენ, რომელიც საჯარო კომუნიკაციაში, „დიფ სთეითის“ მორჩილი ქვეყნების მტრად აღიქმება, პარალელურად კი დააბრალებენ ყველაფერს, რასაც თავად სჩადიან“
  2. ზაზა შათირიშვილი„ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს“
  3. ზაზა შათირიშვილი„ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი“
  4. ზაზა შათირიშვილი„“დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან“