პოლიტიკა

„იქ აღარ არის უსაფრთხო“: აშშ-მა, შესაძლოა, ბრიტანელ ებრაელებს თავშესაფარი მისცეს

დონალდ ტრამპი მზად არის, ამერიკის შეერთებულ შტატებში არა მხოლოდ სამხრეთაფრიკელი თეთრკანიანები, არამედ ბრიტანელი ებრაელებიც მიიწვიოს. თეთრი სახლი ამჟამად აქტიურად განიხილავს ამ შესაძლებლობას — ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ს პრეზიდენტის ადვოკატმა, რობერტ გარსონმა განუცხადა.

გარსონის თქმით, რომელიც წარმოშობით თავადაც ბრიტანული მანჩესტერიდანაა, გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში მზარდი ანტისემიტიზმია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი „აღარ არის უსაფრთხო ადგილი“. ადვოკატმა ასევე დაამატა, რომ ებრაელებისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხზე კონსულტაციები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან უკვე გამართა.

პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატმა მკაცრად გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი. გარსონის განცხადებით, სტარმერმა „თვალი დახუჭა“ ანტისემიტიზმის პრობლემაზე, რის გამოც ქვეყანაში ებრაული თემისთვის „არანაირი მომავალი“ აღარ არსებობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა