პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: საზოგადოების ყურადღება მიმართული იყო უსაფრთხოების სამსახურისკენ, რამდენად დაცულად იგრძნობდნენ თავს ამ დაძაბულ სიტუაციაში. მათი მოლოდინი გამართლდა

საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა პარტია “ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიდემ და აღნიშნა, რომ საზოგადოების ყურადღება სწორედ უსაფრთხოების სამსახურის რეაგირებისკენ იყო მიმართული.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ტერორიზმთან დაკავშირებულ შესაძლო საფრთხეებზე სახელმწიფოს ეფექტიან რეაგირებაზე მიუთითებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადება, რიგი მოქალაქეების მხრიდან საჯაროდ გახმოვანებულ ტერორიზმზე საქართველოში, არის იმის დემონსტრირება, რომ სახელმწიფო თავის სიმაღლეზეა. მთელი ამ დღეების განმავლობაში საზოგადოების ყურადღება მიმართული იყო სწორედ უსაფრთხოების სამსახურისკენ — რამდენად დაცულად იგრძნობდნენ თავს საკუთარ ქვეყანაში? ჯერ თინა ხიდაშელმა და შემდეგ სხვებმაც ოპოზიციიდან შეძლეს ქართველ ხალხში გარკვეული პანიკის შეტანა ამ უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში.

ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე კარგად აცნობიერებს, თუ რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო და რამდენად მნიშვნელოვანია დღეს პოლიტიკოსების განცხადებები იყოს დაბალანსებული და ნეიტრალური. ხიდაშელის და სხვების მიზანმიმართულმა დეზინფორმაციამ გააღიზიანა თავად მათი მხარდამჭერებიც. ისინიც კი ხვდებიან, რომ დღეს გარედან დაკვეთილი პოლიტიკური დავალებების შესრულების დრო არ არის ამ დაუნდობელი ომის ფონზე. სოციალურ ქსელში აშკარად იგრძნობოდა მათი სიბრაზე საკუთარი უპასუხისმგებლო ლიდერების მიმართ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხშირად გვახსენებს, რომ ქვეყანას ჰყავს ხელმძღვანელობა, რომელიც იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. ამ კონკრეტულ საკითხზეც ამ პიროვნებების დაკითხვა და პასუხის მოთხოვნა იქნება სხვა მოქალაქეებისთვის მაგალითი, რომ შემდეგში ყველა დაუკვირდეს, რას ამბობს და რა საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. არის ზღვარი პოლიტიკაში, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაკვეთო, როგორი რადიკალიც არ უნდა იყო. ეს ქვეყანა არავის საკუთრება არ არის და არავის აქვს უფლება პირადი გამდიდრების ფასად სამსხვერპლოზე დადოს ჩვენი შვილების მომავალი. პასუხი ყველას უნდა მოეთხოვოს,”— წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.