ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია0°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ21 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ14:35
ირაკლი ქადაგიშვილი

განცხადება · 153 ნახვა

დაპატიმრებულ აქტივისტებზე

„ამბობენ, რომ არანაირ შეწყალებას არც ითხოვენ, არც აღიარებენ და შეწყალება რომ გამოვიდეს, არც აპირებენ ამით სარგებლობას- მოლოდინი ხელოვნურად შექმნეს, სპეკულაციური მიზნით, რომ ვითომდა ეჩვენებინათ, ხელისუფლება როგორ აწამებს პატიმრობაში მყოფ ადამიანებს და მათ გულშემატკივრებს“

ჩვენ გვახსოვს საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომ რამდენიმე შეწყალება გახმაურებულ საქმეზე, გახმაურებულ პოლიტიკოსზე, გაკეთებულა სწორედ იმ მიზნით და იმ მოტივაციით, რომ ეს სიტუაციას განმუხტავდა და თუ გვახსოვს, ამას მაშინ ძალიან აქტიურად უწევდა ლობირებას ევროპული სახელმწიფოები თუ ევროკავშირი და ყოველ ჯერზე გვეუბნებოდნენ: თქვენ თუ ამ ნაბიჯს გადადგამთ, ეს, რა თქმა უნდა, სიტუაციის დამშვიდებას შეუწყობს ხელს. მაგრამ, ყოველი ასეთი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ, ჩვენ ვხედავდით მათივე მხრიდან, ვინც გვეუბნებოდა, რომ ეს უზრუნველყოფს პოლიტიკური პროცესის მშვიდობიან განვითარებას, ხდებოდა პირიქით, ახალი ესკალაციის წარმოშობა – იგივე მელიასთან, გვარამიასთან დაკავშირებით და ა.შ., – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, “რადიო იმედის” ეთერში განაცხადა.

მან ისაუბრა პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე და აღნიშნა, რომ თავად ის პირები, ვისზეც ოპოზიციური ფლანგი აპელირებს, ამბობენ, რომ არ ითხოვენ შეწყალებას და შეწყალების შემთხვევაში, არც აპირებენ ამით სარგებლობას. შესაბამისად, ქადაგიშვილის შეფასებით, ხელოვნური მოლოდინი შექმნეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ ეჩვენებინათ, თითქოს როგორ აწამებს ხელისუფლება პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს.

“ამ შემთხვევაშიც ვუყურებთ ვითარებას – თვითონ ის პირები, ვისზეც შეიძლება, ზოგადად შეწყალება გავრცელდეს, ამბობენ, რომ ისინი არანაირ შეწყალებას არც ითხოვენ, არც აღიარებენ და საერთოდ, მიაჩნიათ, რომ შეწყალებაც რომ გამოვიდეს, არც აპირებენ ამ შეწყალების აქტით სარგებლობას – ეს განცხადებები ხომ მოვისმინეთ ჩვენ ყველამ, ძალით თუ გამოგვყრიან, თორემ, არანაირ შეწყალებას ჩვენ არ ვითხოვთო. ეს ღიად არის გაცხადებული და მოლოდინი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს, შექმნეს სპეკულაციური მიზნით, რომ ვითომდა ეჩვენებინათ, ხელისუფლება როგორ აწამებს ან პატიმრობაში მყოფ ადამიანებს, ან მათ გარეთ მყოფ გულშემატკივრებს. ამაში, თავად გარეთ მდგომი ადამიანები არიან ჩართულები, რომ თავიანთი ოჯახის წევრების მდგომარეობა სპეკულაციურად იქნას გამოყენებული. თქვენ გახსოვთ, რომელიმეს მხრიდან რიტორიკა, რომელიც მიმართული იქნებოდა იქით, რომ ჩვენ შეწყალების აქტის მიმართულებით გვინდა საუბარი?! მხოლოდ ისინი არაინ ჭეშმარიტების მატარებელნი ამ სამყაროში და არც კანონი, არც კონსტიტუცია, არც სასამართლო, არც ის ქმედება, არც ის უამრავი ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც საზოგადოებამ უყურა, არაფერი არ არის – ეს არის ილუზია, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, სწორედ აქედან გამომდინარე არის საუბარი იმაზე, რომ რეალურად, რასაც შეწყალება ჰქვია, ამის მოლოდინი მათ არც აქვთ და არც დიდად სურვილი არ აქვთ. ოჯახის წევრები არიან სწორედ ამ მანკიერ პროცესში ჩართულები – რომელიმემ მიმართა პრეზიდენტს განცხადებით, რომ შეიწყალეთ ჩემი შვილი? არავის ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. რომელიმემ მოუწოდა თავის შვილს, რომ ამ რიტორიკას თავი დაანებეთ და შეწყალებისკენ ვიაროთ? – არა. მათი ამ მოლოდინის ტირაჟირება და ამით სპეკულირება მოხდა იმ მიზნით, რომ რამენაირად იქნებ ხელისუფლება ამით დავაზიანოთ, არაჰუმანური ხელისუფლების ერთგვარი ხატი დავხატოთ და კიდევ ერთი კამპანია ხელისუფლების წინააღმდეგ წამოვიწყოთ.” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი ქადაგიშვილი„ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა – აშშ-სთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას“
  2. ირაკლი ქადაგიშვილი„სანამ საქართველო იქნება, სანამ ქართველი კაცი სამებაში შევა, უამრავ ქართულ აღდგენილ უძველეს ეკლესიაში შევა, სანამ რუსთაველის თეატრში, ოპერის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრში, თსუ-ის შენობაში, ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში შევა, პირჯვარს გადაიწერს თუ ხელოვნების ნიმუშით დატკბება, რა თქმა უნდა იქ, ივანიშვილის კეთილი საქმეც თანამონაწილე იქნება“
  3. ირაკლი ქადაგიშვილი„31 მარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ “მოსკოვის მექანიზმით” მოგვილოცა ეს დღე- გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ უცხოელები იმისთვის, რომ შენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მათი კონტროლის ქვეშ აიყვანონ“
  4. ირაკლი ქადაგიშვილი„სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, მაგრამ აქაც დაგროვდა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, რათა სისტემა იყოს სამართლიანი“