ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი2°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი4°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი1°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური−3°C
  • მესტია−10°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ21 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ14:21
ნინო წილოსანი

განცხადება · 118 ნახვა

„როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც შესწავლის სურსათის ფასებთან დაკავშირებულ პროცესებს. ეს იქნება ძალიან საინტერესო, მასშტაბური და ბევრი ასპექტის, საკითხის მომცველი პროცესი“

როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება პარლამენტში, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც შესწავლის სურსათის ფასებთან დაკავშირებულ პროცესებს, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ეს იქნება ძალიან საინტერესო, მასშტაბური და ბევრი ასპექტის, საკითხის მომცველი პროცესი.

„დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა კომისიის შეხვედრა, რომელიც სასურსათო ფასებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის. ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული თემა, რომელიც, ვიცით რომ გარკვეული პერიოდი, წლებია აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ იმ გარე და შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ჰქონდა და რომელიც ჩვენი, როგორც ხელისუფლების წინაშე იდგა, ეტაპობრივად ყველაფრის მოგვარების შემდგომ გადავედით ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც სურსათის ფასებს უკავშირდება. ვიცით, რომ ეს პროცესი ორი მიმართულებით გაიშლება.

ერთია სამთავრობო კომისია და ასევე, როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება პარლამენტში, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც შესწავლის სურსათის ფასებთან დაკავშირებულ პროცესებს. ეს იქნება ძალიან საინტერესო, მასშტაბური და ბევრი ასპექტის, საკითხის მომცველი პროცესი, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოგვცეს კარგი ხედვა საიდან არის გამოწვეული ისეთი განსხვავება ფასებში, როგორიც არის, მაგალითად პრემიერ-მინისტრის მიერ ჩატარებული ბრიფინგისას დასახელებული 70-80-90 პროცენტიანი ფასნამატები.

პრობლემის გადაჭრის გზები შესაძლოა იყოს საკანონმდებლო ინიციატივები ან ცვლილებები, რეგულაციები, ეს ჩემთვის ჯერ უცნობია. რა თქმა უნდა, ორივე ფორმატში მომუშავე კომისიამ უნდა დაასკვნას და შემდგომში ასევე შესაძლებელია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან იყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საჭირო. ჩვენ ვიცით, რომ ასევე მესამე ფლანგით მიმდინარეობს მუშაობა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც უნდა შეისწავლოს ამ პროცესში ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები და ხომ არ გვაქვს საქმე კარტელურ და მონოპოლისტურ გარიგებასთან, როდესაც მხარეები თანხმდებიან რამდენი უნდა იყოს ფასი მომატებული. შესაბამისად, არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ნინო წილოსანი„ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის „საფეტიშებელი“ ქვეყნებიც ესწრებიან. როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ“
  2. ნინო წილოსანი„საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და აქტიურად მუშაობს“
  3. ნინო წილოსანი„სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო – ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ნჯოშნიკები“, აპიარებდნენ“
  4. ნინო წილოსანი„2003-2012 წლებში ხელისუფლებაში, შემდეგ კი უკვე ვითომ ოპოზიციის სახით, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედებდა ძალა, რომლის პოლიტიკაც საერთოდ არ ასახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს და საოცარი სიზუსტით ერგებოდა გარედან შეცვლილ პოლიტიკურ კონიუნქტურასა და გარედან წამოსულ დავალებებს“