განცხადება · 175 ნახვა
რაჭველზე
„ბოროტების მანქანის ჭანჭიკი. ამ სუბიექტის, ე.წ. დოის, წულაძის, უშიკიშვილის, ბუღაძეების პრობლემა არის პროფესიონალური წარუმატებლობა. პიგმეებად გამოიყურებიან ოთარ ჭილაძის, ჯანსუღ კახიძის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის ფონზე“
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი კომპოზიტორ და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველის იმ განცხადებას ეხმაურება, რომ “ტელეკომპანია „იმედის“ ყველა თანამშრომელი, მათ შორის დამლაგებლებიც, საკუთარი ქვეყნის მოღალატეა”.
ჭოტორლიშვილის შეფასებით, რაჭველისა და მის მიერ დასახელებული სხვა პირების პრობლემა პროფესიული წარუმატებლობაა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისი თქმით, ისინი ოთარ ჭილაძის, ჯანსუღ კახიძის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, რეზო ჩხეიძისა და ანზორ ერქომაიშვილის ფონზე პროფესიულად და პიროვნულადაც პიგმეებად გამოიყურებიან.
„ბოროტების მანქანის ჭანჭიკი. ამ სუბიექტის, ე.წ. დოის, წულაძის, უშიკიშვილის, ბუღაძეების და etc. პრობლემა არის პროფესიონალური წარუმატებლობა. პიგმეებად გამოიყურებიან ოთარ ჭილაძის, ჯანსუღ კახიძის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის ფონზე. პიგმეები როგორც პიროვნული ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით. თვითონ მათ წრეშიც კი იციან ვინ არიან და პატივს არ სცემენ. ამიტომ გადაწყვიტეს შური ეძიათ საქართველოს ისტორიაზე და კულტურაზე, საზოგადოებაზე, სახელმწიფოზე.” - წერს ჭოტორლიშვილი.
ლევან ჭოტორლიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლევან ჭოტორლიშვილი„გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას“
- ლევან ჭოტორლიშვილი„ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში“
- ლევან ჭოტორლიშვილი„ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება“
- ლევან ჭოტორლიშვილი„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ- ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად. პოლიციაზე თავდასხმისთვის, სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის არის ციხე“
