ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი13°C
  • გორი12°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია4°C
  • ფოთი13°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ22 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:49
თამთა მეგრელიშვილი

განცხადება · 161 ნახვა

ნიკოლოზ რაჭველს

„ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი“

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი კომპოზიტორ და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „იმედის“ ყოველი თანამშრომელი, მათ შორის დამლაგებლებიც, საკუთარი ქვეყნის მოღალატეა.

მეგრელიშვილის შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე და დამაკნინებელია რაჭველის მიერ ფრაზაში „დამლაგებლების ჩათვლით“ ამ პროფესიის გამოყოფა.

მისი თქმით, პროფესიისა და სტატუსის მიუხედავად, ყველა ადამიანი თანასწორია და არავის აქვს უფლება, სხვისი პატიოსანი შრომა დააკნინოს.

“„ამ არხის ყოველი თანამშრომელი (დამლაგებლების ჩათვლით) არის მოღალატე საკუთარი ქვეყნის“ - ამას ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.

გარდა იმისა, რომ ამ განცხადებით ის ღიად აფიქსირებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ და ყოველი „იმედელი“ მისთვის მიუღებელია, განსაკუთრებით მძიმე და დამაკნინებელია ფრაზა - “დამლაგებლების ჩათვლით“.

არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით გამოყო მან დამლაგებელი - იმისთვის, რომ „იმედის“ მთელი შემადგენლობისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა თუ სხვა რამის სათქმელად, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია. პროფესიისა და სტატუსის მიუხედავად, ყველანი თანასწორნი ვართ და არავის აქვს უფლება, ადამიანის პატიოსანი შრომა ასე დააკნინოს.

ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი.

,,იმედი“ იყო, არის და დღემდე რჩება საკუთარი მაყურებლის მთავარ იმედად.

მსგავსი განცხადებები ვერც ამ დიდ ოჯახს დააკლებს რამეს, ვერც ერთგულ მაყურებელს შეცვლის და ვერც იმ ადამიანების ღირსებას შელახავს, რომლებიც საკუთარ საქმეს ყოველდღიურად, კეთილსინდისიერად ემსახურებიან - ამ სიტყვებში გამოხატული განწყობა მხოლოდ მის მთქმელს აკნინებს და აზიანებს და ეს რატომ არ ესმით?!” - წერს მეგრელიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამთა მეგრელიშვილი„პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს“
  2. თამთა მეგრელიშვილი„მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია“
  3. თამთა მეგრელიშვილი„ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება“
  4. თამთა მეგრელიშვილი„ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს“