პოლიტიკა

აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა ერთად ისადილეს- „თითქმის მეგობრებივით გამოიყურებოდნენ“

აბუ-დაბიში გამართულმა მოლაპარაკებებმა პოზიტიურ გარემოში ჩაიარა. გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთად ისადილეს.

ამერიკული დელეგაციის წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ პროცესმა იმდენად კარგად ჩაიარა, რამდენადაც მოსალოდნელი იყო.

„მოლაპარაკებები იმდენად წარმატებული გამოდგა, რამდენადაც ამას ველოდით. ყველა თითქმის მეგობრებივით გამოიყურებოდა“, — განაცხადა წყარომ.

მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულმა მორიგმა რაუნდმა მხარეებს „იმედის განცდა“ გაუჩინა. ამერიკელმა ჩინოვნიკმა ხაზი გაუსვა დარბაზში არსებულ „ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს“.

Axios-ის წყარო მიიჩნევს, რომ აბუ-დაბის შეხვედრამ მნიშვნელოვნად დააახლოვა ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრის პერსპექტივა. ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკება შესაძლოა მოსკოვში ან კიევში შედგეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა გამართული კონსულტაციების კონსტრუქციულობა.

ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის შემდეგი შეხვედრა 1 თებერვალს არის დაგეგმილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა