პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი- ყველა, ვინც მზადაა თავი მიშას გარეშე ნულად გამოიცხადოს… არის მანიპულატორი ნარცისის მფრინავი მაიმუნი

ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩეგოლეიშვილი აცხადებს, რომ ყველა, ვინც მზადაა, მშვიდად შეეგუოს სააკაშვილის დამამცირებელ განცხადებებს, არის მანიპულატორი ნარცისის მფრინავი მაიმუნი.

“ყველა ოპოზიციონერი, ვინც მზადაა თავი მიშას გარეშე ნულად გამოიცხადოს – ანუ მშვიდად შეეგუოს სააკაშვილის დამამცირებელ განცხადებებს, რომ მხოლოდ მას შესწევს ივანიშვილის (ერთ კვირაში, ერთ საათში, ოთხ ოქტომბერს) დამარცხების უნარი და სხვები უუნაროები ვართ, არის მანიპულატორი ნარცისის მფრინავი მაიმუნი, ანუ “ჩმორი” და ის არაფერში გამოადგება ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

“კაი ლა ცოდოა ციხეშია” – ეს ხალხიც მაგ გახრწნილი ნარცისის მფრინავი მაიმუნები ხართ. დაგუგლეთ და თავებს რომ ამოიცნობთ – შეიძლება შეგეშინდეთ.

ურთიერთპატივიცემაზე დაფუძნებული ერთობა გამოვა მხოლოდ იმ თავმოყვარე ძალებს შორის, ვისაც თანასწორი, დემოკრატიული პარტნიორობა შეგვიძლია.

ნარცის ყეყეჩებს ან ლაგამი ამოედებათ, შეიგნებენ რომ არავისზე მეტი არ არიან, თავიანთ განადგურებულ პარტიებს მიხედავენ, განსხვავებებს შეეგუებიან და პარტნიორებზე პატივისცემით საუბარს ისწავლიან, ანაც ჩაირეცხებიან და ვერანაირი, ვერანაირი ნაყიდი ტელემედია ვერ უშველის – მათაც ჩაიყოლებენ. ეს ზუსტად ასე იქნება, შემიძლია დაგენიძლავოთ“,-წერს ცერგოლეიშვილი.



Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა