მაგდა, არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იკადრო! მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლეს. მაგრამ თქვენ სად გაქვთ მაგის უნარი ან/და ადამიანობა? როგორ შეგიძლია ქალს, იყო სამედიცინო ექსპერტი, მოსამართლეც და პროკურორიც და რაც ყველაზე გულისამრევია – ვითომ ჭირისუფალიც? – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია, ოპოზიციონერი აქტივისტის, მაგდა მამუკაშვილის მიერ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს.
ლატარიას განცხადებით, ოპოზიციონერები “გვამებით სულდგმულობენ”.
“მაგდა, არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იკადრო! მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლეს. მაგრამ თქვენ სად გაქვთ მაგის უნარი ან/და ადამიანობა? როგორ შეგიძლია ქალს, იყო სამედიცინო ექსპერტი, მოსამართლეც და პროკურორიც და რაც ყველაზე გულისამრევია – ვითომ ჭირისუფალიც? გვამებით სულდგმულობთ – უნდა შეგეშინდეს წესით შენივე ეგოსი. მე პირადად შენ ადგილზე ბოდიშს მოვიხდიდი და ამ არასწორ პოსტს ავიღებდი! .. უნამუსობაც იზომება, მაგრამ თქვენსკენ ეგ – უსასრულობამდეა.. არ დავალ შენ დონეზე თორემ წესით ასე უნდა დამეწყო პოსტი: მაგდა, მტყუანის ……თქო.. ?” – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.












