პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და კონფლიქტების ფონზე სწორედ საქართველო ნელ-ნელა გადაიქცევა რეგიონული სტაბილურობის მთავარ კვანძად, მათ შორის იმ ევროპისთვის, რომლის მთავარი ამოცანა – საქართველოს ჩათრევაა „ეფშტეინის ცივილიზაციაში”

„საქართველოს გარეშე არცერთი დერეფანი, რომელიც შავ ზღვასა და შემდეგ ევროპას უკავშირდება, პრაქტიკულად ვერ იფუნქციონირებს. ამიტომაც რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხე განსაკუთრებული სიფრთხილით აღიქმება,“ – წერს სოციალურ ქსელში ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ რეგიონის ეკონომიკური და ლოჯისტიკური არქიტექტურა სულ უფრო მჭიდროდ იკვრება საქართველოს გარშემო და ამას მეზობელი ქვეყნებიც აღიარებენ. ქართველიშვილი წერს, რომ თბილისი უკვე აღარ არის მხოლოდ ტრანზიტული ტერიტორია და ის რეგიონის ერთ-ერთ მთავარ ინფრასტრუქტურულ ცენტრად ყალიბდება.

„სანამ „მოსკოველმა მექანიზატორებმა” მოგვიწოდეს „ეფშტეინის ცივილიზაციასთან” ნებაყოფლობითი მიერთება – ბოლო 24 საათის მოვლენებმა სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთი მარტივი, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეალობა: რეგიონის ეკონომიკური და ლოჯისტიკური არქიტექტურა სულ უფრო მჭიდროდ იკვრება საქართველოს გარშემო. რუსეთის მარცვლეულის მორიგი პარტია (22 ათასი ტონა), რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სომხეთში გადავიდა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სავაჭრო ოპერაციად შეიძლება ჩანდეს. თუმცა, რეალურად საქმე გვაქვს რეგიონული ლოჯისტიკის ახალი სქემის ჩამოყალიბებასთან, სადაც ერთმანეთთან რთულ პოლიტიკურ ურთიერთობებში მყოფ ქვეყნებსაც კი უწევთ ინფრასტრუქტურის გამოყენება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამავე დროს, სულ უფრო ძლიერდება საუბარი სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კომუნიკაციებზე, როგორც მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძველზე. ბაქოში სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ სწორედ ტრანსპორტი და ტრანზიტი შეიძლება გახდეს ის ფაქტორი, რომელიც რეგიონს საბოლოოდ გადააქცევს კონფლიქტების ზონიდან – საერთაშორისო ვაჭრობის სივრცედ. და ამ კონფიგურაციაში არსებობს მთავარი ობიექტური გეოგრაფია, რომელსაც ვერც ერთი „მექანიზატორი” ვერ გადალახავს: საქართველოს გარეშე არცერთი დერეფანი, რომელიც შავ ზღვასა და შემდეგ ევროპას უკავშირდება, პრაქტიკულად ვერ იფუნქციონირებს. ამიტომაც რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხე განსაკუთრებული სიფრთხილით აღიქმება.

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული დარტყმების შემდეგ, კომუნიკაციების დაცვის თემა კვლავ წინა პლანზე გამოვიდა, ხოლო ბაქოსა და თბილისს შორის პოლიტიკური კოორდინაცია შესამჩნევად გააქტიურდა. საქართველოსთვის ეს მხოლოდ მეზობელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხი არ არის – ეს მისი საკუთარი ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხიცაა, რადგან დერეფნების სტაბილურობა პირდაპირ არის დაკავშირებული ტრანზიტულ შემოსავლებთან და საერთაშორისო პროექტებთან, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე გადის. შედეგად იქმნება პარადოქსული, მაგრამ საკმაოდ ნათელი სურათი: გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და კონფლიქტების ფონზე სწორედ საქართველო ნელ-ნელა გადაიქცევა რეგიონული სტაბილურობის მთავარ კვანძად, მათ შორის იმ ევროპისთვის, რომლის მთავარი ამოცანა – საქართველოს ჩათრევაა „ეფშტეინის ცივილიზაციაში”. დღეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გადის ტვირთები, რომლებიც ერთმანეთთან რთულ ურთიერთობებში მყოფ ქვეყნებსაც კი აკავშირებს, ხოლო კომუნიკაციების უსაფრთხოება საქართველოს გარშემო მთელი სამხრეთ კავკასიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხად იქცევა. ამ ახალ რეალობაში თბილისი უკვე აღარ არის მხოლოდ ტრანზიტული ტერიტორია – ის რეგიონის ერთ-ერთ მთავარ ინფრასტრუქტურულ ცენტრად ყალიბდება,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.