თუ ვინმე ფიქრობს: „ჰეი, ცოტა ხანი ამერიკის გარეშეც შეგვიძლია“, დაივიწყეთ. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ცოტას ვხარჯავთ თავდაცვაზე, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნიდერლანდურ გამოცემა Het Financieele Dagblad-თან ინტერვიუში.
მან ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორებიცაა გრენლანდიის კრიზისი, ნატოსა და ევროპის უსაფრთხოება, ამერიკის როლი და ა.შ.
კითხვას „შეძლებს თუ არა ევროპა ოდესმე შეერთებული შტატების გარეშე არსებობას“, რუტემ ასე უპასუხა: „ჩემი აზრით, არასდროს. ისტორიამ გაგვაერთიანა. ამერიკული ბირთვული ქოლგა ჩვენი მთავარი უსაფრთხოების საბოლოო გარანტიაა“.
აქვე, რუტე აცხადებს, რომ ინგლისი და საფრანგეთი ბირთვული სახელმწიფოებია, თუმცა პატარა მასშტაბის. მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული ძალები აშშ და რუსეთია. ის ამბობს, რომ „ამერიკის გარეშე ევროპას თავდაცვისთვის მშპ-ის 8–9% დასჭირდებოდა. ამიტომ ამის სურვილიც არ უნდა გვქონდეს“.











