პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო – საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში, Phoenix Express 2026-ში მონაწილეობის მისაღებად

საქართველომ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში, Phoenix Express 2026-ში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.

„საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად“, – წერს აშშ-ის საელჩო.

ამასთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საერთაშორისო საზღვაო სწავლება ტუნისის რესპუბლიკის ქალაქ ტუნისში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწავლების პერიოდში სასწავლო მართვის ცენტრში ახორციელებდნენ მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა