პოლიტიკა

გია აბაშიძე FGS Global-ის კვლევაზე: ასეთი ნეგატიური შედეგები დგება, როდესაც მმართველები არაეფექტურები არიან და მომავლის პერსპექტივას ვერ უქმნიან ამომრჩევლებს – ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის კვლევას ეხმიანება სადაც ნათქვამია, რომ ევროპელთა ურავლესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ასეთი ნეგატიური შედეგები დგება, როდესაც მმართველები არაეფექტურები არიან და მომავლის პერსპექტივას ვერ უქმნიან ამომრჩევლებს.

„ ასეთი ნეგატიური შედეგები დგება, როდესაც მმართველები არაეფექტურები არიან და მომავლის პერსპექტივას ვერ უქმნიან ამომრჩევლებს – ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს. ასეთი განწყობა დაფიქსირდა სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის კვლევაში, რომელიც ნოემბერში, ევროკავშირის 23 ქვეყანაში ჩატარდა. საკითხავია, იმჩნევენ კი ამას არაპოპულარული ნეოლიბერალი ხელისუფალნი? უმეტეს შემთხვევაში არა, სხვა გარე ფაქტორებზე გადაბრალება მათთვის ხანმოკლედ, მაგრამ უფრო კომფორტულია.

“ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, მათი ქვეყნების და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილი საფრთხეების გამო“. გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ „საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში „უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის“. პესიმისტური განწყობა განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დაფიქსირდა. ევროპელთა უმრავლესობა, 76% აცხადებს, რომ დემოკრატია მათ ქვეყანაში დაღმასვლას განიცდის. პესიმისტური განწყობა უფრო მაღალი იყო რუმინეთში – 91%, საბერძნეთში – 88% და ბულგარეთში – 86%. თითქმის ყველა გამოკითხულ ქვეყანაში, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა არასწორ გზაზეა. გამონაკლისს წარმოადგენენ პოლონეთი, ლიეტუვა და დანია. კითხვას, ეთანხმებიან თუ არა ისინი, რომ მათმა ქვეყნებმა “უფრო თავდაჯერებულად უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები, მაშინაც კი, თუ ეს სხვა ქვეყნებთან უთანხმოებას შექმნის“, 71%-მა დადებითად უპასუხა.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.