პოლიტიკა

ირაკლი ლატარია ოპოზიციონერ აქტივისტს: არ შეიძლება ყველაფერი იკადრო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლეს, მაგრამ სად გაქვთ მაგის უნარი ან/და ადამიანობა? როგორ შეგიძლია იყო სამედიცინო ექსპერტი, მოსამართლეც, პროკურორიც და რაც ყველაზე გულისამრევია – ვითომ ჭირისუფალიც?

მაგდა, არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იკადრო! მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლეს. მაგრამ თქვენ სად გაქვთ მაგის უნარი ან/და ადამიანობა? როგორ შეგიძლია ქალს, იყო სამედიცინო ექსპერტი, მოსამართლეც და პროკურორიც და რაც ყველაზე გულისამრევია – ვითომ ჭირისუფალიც? – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია, ოპოზიციონერი აქტივისტის, მაგდა მამუკაშვილის მიერ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს.

ლატარიას განცხადებით, ოპოზიციონერები “გვამებით სულდგმულობენ”.

“მაგდა, არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იკადრო! მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლეს. მაგრამ თქვენ სად გაქვთ მაგის უნარი ან/და ადამიანობა? როგორ შეგიძლია ქალს, იყო სამედიცინო ექსპერტი, მოსამართლეც და პროკურორიც და რაც ყველაზე გულისამრევია – ვითომ ჭირისუფალიც? გვამებით სულდგმულობთ – უნდა შეგეშინდეს წესით შენივე ეგოსი. მე პირადად შენ ადგილზე ბოდიშს მოვიხდიდი და ამ არასწორ პოსტს ავიღებდი! .. უნამუსობაც იზომება, მაგრამ თქვენსკენ ეგ – უსასრულობამდეა.. არ დავალ შენ დონეზე თორემ წესით ასე უნდა დამეწყო პოსტი: მაგდა, მტყუანის ……თქო.. ?” – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა