პოლიტიკა

ჯო უილსონი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა, „ტრამპის მარშრუტის“ წარმატებით განხორციელება, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გამორიცხვა შუა დერეფნიდან შესაძლებელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ანტიამერიკულ პოლიტიკას შეცვლის

გამოცემა The Hill-ი სტატიას აქვეყნებს იმის თაობაზე, რომ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ დონორი და ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი, სტივ ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის წინააღმდეგ ლობირებს.

ნიკანდროსი ამტკიცებს, რომ სანქციები და ზეწოლა დააზიანებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესს, რადგან მის კომპანიას დიდი ფინანსური ინტერესები აქვს. მას მჭიდრო კავშირები აქვს „რესპუბლიკელ“ სენატორებთან, მათ შორის, იმ სენატორთან, რომელმაც აშშ-ის სენატში MEGOBARI აქტის დაბლოკვა მოახერხა. მეორე მხრივ, ამერიკელი კანონმდებლები, განსაკუთრებით კონგრესმენი ჯო უილსონი, აცხადებენ, რომ MEGOBARI აქტი აუცილებელია.

ამასთან, ჯო უილსონი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი კურსის პირობებში რეგიონული მშვიდობა და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შეუძლებელია, ხოლო მათი რეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ხელისუფლება პოლიტიკურ კურსს შეცვლის. 

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული მშვიდობის მიღწევა, პროექტის „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ წარმატებით განხორციელება, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გამორიცხვა შუა დერეფნიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გადახედავს და შეცვლის თავის ანტიამერიკულ პოლიტიკას“, – აცხადებს უილსონი.

ამასთან, ბიზნესმენი ნიკანდროსი ამბობს, რომ „ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა და საქართველოს სუვერენულ მთავრობასთან იდეოლოგიურმა უთანხმოებამ, მნიშვნელოვნად დააზიანა აშშ–საქართველოს მჭიდრო და ხანგრძლივი ურთიერთობები“.

დოკუმენტში ნიკანდროსი ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო. ის ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიური მოკავშირეა და მხარდაჭერას იმსახურებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.