ქვეყნისთვის ნაჩუქარი გენერატორების ონლაინ-ინტერნეტ გაყიდვა – ეს არის ადამიანებისთვის სითბოს, სინათლისა და ზამთრის გადატანის შანსის პირდაპირი წართმევა. გარდა ამისა, ამ ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ სკანდალური კი არა, არამედ დამანგრეველიც არის – რა დროსაც ირღვევა დონორი-ქვეყნების ნდობა, დისკრედიტირებულია თვით დახმარების გაღების იდეა და მიზანშეწონილობა, ხოლო სოლიდარობა “იძირება” ეჭვების ჭაობში. ომის პირობებში ყოველივე ეს – ტოლფასია ზურგში დანის ჩარტყმისა – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, საქართველოს მთავრობის მიერ, უკრაინისათვის ნაჩუქარი გენერატორების უკრაინულ ვებ-გვერდზე პირატულად გაყიდვის ამბავს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სწორედ ომი მოითხოვს მკაცრ და საჯარო კონტროლს, და არა თავის მართლებას. მისი თქმით, ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვა არ არის „კორუფცია მშვიდობიან პერიოდში“ – ეს არის დივერსია საკუთარი მდგრადობის წინააღმდეგ.
„მსოფლიოს მიერ, საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე გაწეული ჰუმანიტარული დახმარების ფონზე, როდესაც უკრაინა ცხოვრობს ენერგოსისტემაზე განხორციელებული დარტყმების პირობებში, როდესაც საავადმყოფოები და საცხოვრებელი კვარტლები გადარჩენისთვის გარე დახმარებაზე არიან დამოკიდებული – ყოველი გენერატორი ქონება კი არა, გადარჩენის ელემენტია. ეს სითბო მათთვისაც სასიცოცხლოა – ვინც მოპარული თანხებით, ომის დროს ოქროს უნიტაზებით ამშვენებს საკუთარ საპირფარეშოს. ქვეყნისთვის ნაჩუქარი გენერატორების ონლაინ-ინტერნეტ გაყიდვა – ეს არის ადამიანებისთვის სითბოს, სინათლისა და ზამთრის გადატანის შანსის პირდაპირი წართმევა. გარდა ამისა, ამ ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ სკანდალური კი არა, არამედ დამანგრეველიც არის – რა დროსაც ირღვევა დონორი-ქვეყნების ნდობა, დისკრედიტირებულია თვით დახმარების გაღების იდეა და მიზანშეწონილობა, ხოლო სოლიდარობა “იძირება” ეჭვების ჭაობში.
ომის პირობებში ყოველივე ეს – ტოლფასია ზურგში დანის ჩარტყმისა. თითქმის ოთხი წელია უკრაინა უმძიმეს და დამანგრეველ ომში მყოფი ქვეყანაა. დიახ, ლოჯისტიკა რთულია, მასზე კონტროლი – შეზღუდული, ხოლო უსინდისობის ადამიანური ფაქტორი გარდაუვალია. თუმცა სწორედ ომი მოითხოვს მკაცრ და საჯარო კონტროლს, და არა თავის მართლებას. ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვა არ არის „კორუფცია მშვიდობიან პერიოდში“ – ეს არის დივერსია საკუთარი მდგრადობის წინააღმდეგ. და თუ ასეთი ფაქტები დადასტურდა, რეაქცია უნდა იყოს მყისიერი, თვალსაჩინო და დაუნდობელი – მაგრამ ვისი მხრიდან? ოქროს უნიტაზების “ბედნიერი” მდლობელების მხრიდან? ჯერჯერობით კი, ასეთი “სანიმუშო” და “მისაბაძი” ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე ერთგული ქომაგი – გერმანიის კანცლერი, ხისტი განცხადებებით გამოდის: “უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე – 2027 წლამდე არც იოცნებოს”. მსგავს განცხადებებზე – მწარედ გავიცინოთ თუ ისტერიულად ვიტიროთ – არც კი ვიცი.“ – წერს ქართველიშვილი.












