პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს. მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ!

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც დაკავებული თანამდებობის დატოვების შემდეგ წიგნების კითხვით თავშექცევის ხარჯზე, უფრო ჭკვიანი გახდება, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

მისი თქმით, კაია კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს.

„არაერთგზის მითქვამს, რომ სანამ დეგრადაციას დაიწყებ, ჯერ უნდა განვითარდე, წინააღმდეგ შემთხვევაში და ამის გარეშე, უბრალოდ დებილი ხარ. ეს კი საწყენია. სჯობს მიხედო განვითარებას. ქალბატონმა კაიამ ამ გზაზე პირველი ეტაპი უკვე გადალახა – დალევა დაიწყო, რომელიც ღვიძლთან ერთად და პარალელურად, მსოფლმხედველობასაც აფართოვებს. ძალიან თუ გაგიფართოვდა, წიგნის წაკითხვის სურვილი გიჩნდება. ეს კი უკვე – მეორე ეტაპია. და რისთვის სჭირდება ნასვამ ადამიანს წიგნის წაკითხვა? დიახ, ჭკვიანი რომ გახდეს. ეს კი უკვე მესამე, დასკვნითი ეტაპია იმისთვის, რომ დაიწყო დეგრადაცია ისე, ვინმემ შეცდომით დებილი რომ არ შემოგძახოს. თვით პროცესი, ყოველ შემთხვევაში – საინტერესოა. ზოგი მისი პირველი ეტაპით კმაყოფილდება და უბრალოდ მთვრალი დადის. ზოგი ერთდროულად მთვრალიც დადის და ნაკითხიც. მაგრამ, ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ამასთანავე ჭკვიანიც გახდეს. მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ!“ – დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა