პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ესტონეთის ოფისის შესახებ: „ეს არის ძალიან აშკარა და ფაქტობრივად შოკის მომგვრელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ღირებულებითი დეგრადაცია არის ბრიუსელის ბიუროკრატიაში

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ესტონეთის ოფისის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და ფოტო-მასალაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატი შალვა პაპუაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ესტონეთის ოფისის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციას და ფოტო-მასალას შოკის მომგვრელ მაგალითს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიის ქმედება ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის კანონმდებლობას.

„ეს არის ძალიან აშკარა და ფაქტობრივად შოკის მომგვრელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ღირებულებითი დეგრადაცია არის ბრიუსელის ბიუროკრატიაში. ისინი ღიად და აშკარად საუბრობენ, რომ არ სურთ დემოკრატიის პრინციპების დაცვა საქართველოში და სხვა ქვეყნებში – ქვეყნებში, რომლებიც ცდილობენ დაიცვან ეროვნული კანონმდებლობა. მათი ქმედება ეწინააღმდეგება არამარტო საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობასაც. ასე რომ, ამაზე მეტი ცინიზმი და უსამართლო დამოკიდებულება რაღა უნდა იყოს ევროკავშირის მხრიდან. მათი მაღალი რანგის ჩინოსნები პირდაპირ თანადგომას უცხადებდნენ ძალადობრივი ამბოხების მონაწილეებს, აფინანსებდნენ ძალადობას და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, ხელს უწყობდნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა