პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი აქტივისტების მიერ “პოს ტვ”-ის ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე: ეს არის დღევანდელი აქციის მონაწილეების კრებსითი სახე – უჯიშო, უსამშობლო, უზრდელი და მოძალადე არსებები! ჩემი სოლიდარობა ნათია კვარაცხელიას

სახელმწიფოს არ აღიარებენ, კონსტიტუციას არ აღიარებენ, კანონს არ აღიარებენ, სიძულვილს და ღვარძლს თესავენ – ამ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ არც ერთი მათგანი, ვინც ამ 300 კაციან შეკრებებზე დგას – ოჯახში არ გაზრდილა, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილი გამოეხმაურა “პოს ტვ”-ის ჟურნალისტის მიმართ, ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან განხორციელებულ შეურაცხმყოფელ ფაქტს. მისი შეფასებით, აქტივისტებისთვის უცხოა ქალის პატივისცემა, ქართველობა და ყველაფერი ის, რაც ადამიანს ადამიანად წარმოაჩენს.

“სახელმწიფოს არ აღიარებენ, კონსტიტუციას არ აღიარებენ, კანონს არ აღიარებენ, სიძულვილს და ღვარძლს თესავენ – ამ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ არც ერთი მათგანი, ვინც ამ 300 კაციან შეკრებებზე დგას – ოჯახში არ გაზრდილა. მათთვის უცხოა ქალის პატივისცემა, უცხოა ქართველობა, უცხოა ყველაფერი მორალური, რაც ადამიანს ადამიანად წარმოაჩენს. ეს არის დღევანდელი აქციის მონაწილეების კრებსითი სახე – უჯიშო, უსამშობლო, უზრდელი და მოძალადე არსებები! ჩემი სოლიდარობა ულამაზეს და უჭკვიანეს ნათია კვარაცხელიას!” – წერს მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა