მომღერალ ტამარ ჭოხონელიძეს, რომელმაც ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ქოცობა სირცხვილია, არქეოლოგი ქეტევან მიქიაშვილი ფეისბუქპოსტით პასუხობს:
„მივმართავ თამარ ჭოხონელიძეს!
რაღაც ძაან შეგვაჩვიეთ ენა და შეურაცხყოფის მოყენება ჩვევაში გადაგივიდათ, იმის ჩიტები არ ვართ რომ ვერ ვხვდებოდეთ ასეთ განცხადებებში ნახევარ საქართველოს და ეკლესიის მრევლის უდიდეს ნაწილს რომ გვგულისხმობთ ხოლმე, თან ვინ? აი მე გეტყვით ვინც
ჩემო თამრიკო, ღმერთი რჯული 1 სიტყვა არ დამცდენია შენზე, მაგრამ როგორც იტყვიან კუმ ფეხი გამოყო მეც ნახირ ნახირაო.
ჩემო ძვირფასო თამრიკო, სირცხვილი იცი რა არის? სირცხვილია ღალატით გაქცეული ქმრის დასაბრუნებლად ნაცად გახდომა. შემდეგ კარგად რომ მოიგულავებს კაცი, მის მომვლელად დაჯდომა. ჯენზის დავუკონრეტებ რომ როინიშვილ გიაზე ვსაუბრობ. აი ეს არის სირცხვილი, როდესაც ქალი, რომელსაც ოპოზიციად იცნობდა საზოგადოება, უცებ ნაცი ხდება გაქცეული ქმრის თავმოსაწონად.
ხომ ხედავ, ხმას არ იღებს ქართველი შენზე, იცი რატომ? იმიტომ რომ უმრავლესობას, რომელ ქოცებსაც შენ შეურაცხყოფას აყენებ ღირსეულად უცხოვრია, წინასწარ უფიქრია და არცერთ ჯერზე ცხოვრებაში, როდესაც არჩევანი ჰქონდათ ღირსებასა და უღირსობას შორის, უღირსობა არ აურჩევიათ, შენ კი დგები და ბედავ, რომ ამდენ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო.
ხოდა დაიდე ახლა ჩემი ეს მომართვა მორიდებულ პასუხად და გახსოვდეს, რომ აქ უბრალოდ ამბავი მოვყევი, როგორც შენიანები იტყოდნენ ფაქტის კონსტატაციას ჰქონდა ადგილი, თუ კიდევ გააგრძელებ, შემდეგ ერთად განვიხილოთ შენი პიროვნული მხარეები.
ერთხელ წესიერმა ადამიანმა გაგვლანძღოს ხო შეიძლება. ვხუმრობ…“,-წერს ქეთევან მითიაშვილი სოციალურ ქსელში.











