პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ლიანდაგის გვერდით დანგრეული შენობა – გვეუბნებიან, რომ ეს არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი… ეს არის ევროკავშირის სქემები, ეძებენ გზას, როგორ მოახდინონ პოლიტიკაში ფულის ჩადინება

ეს გახლავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ – ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას „ევროპული ორბიტის“ – ესტონეთის ოფისი, იგივე მისამართზეა რეგისტრირებული „პუბლიკა“, ტაბულა, on.ge. ეს არის ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. ეძებენ გზას, ქართველი ხალხის დაუკითხავად, როგორ მოახდინონ პოლიტიკაში ფულის ჩადინება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „იმედის“ ეთერშ განაცხადა, რომელმაც გადაცემაში შესაბამისი ფოტო-მასალა და რეგისტრაციის დოკუმენტაცია წარადგინა.

მისი თქმით, სწორედ ამ გზებით ცდილობს ევროკავშირის საქართველოში მოქმედი კანონის გვერდის ავლით ფული მიაწოდოს მის მართულ „ენჯეოებს“.

„ეს გახლავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ – ესტონეთის ოფისი. ეს გახლავთ ასევე, ნინო ლომჯარიას „ევროპული ორბიტის“ – ესტონეთის ოფისი. იგივე მისამართი გახლავთ ე.წ. მედია, სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტის – „პუბლიკას“ ესტონეთის მისამართი და კიდევ რამდენიმე ასეთი ორგანიზაციის. აი, ეს არის რასაც აკეთებს დღეს ესტონეთი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ყალბი ორგანიზაციები ფუძნდება იქ, თითქოს ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ლიანდაგის გვერდით დანგრეული შენობა – ამაზე გვეუბნებიან, რომ თურმე ეს არის ესტონური ორგანიზაცია.
ეს ყველაფერი კარგად ჩანს და არის დოკუმენტები ამ ყველაფრის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – ესტონეთის მისამართი, სადაც ეკა გიგაური და ალექსანდრე ბარამიძე არიან რეგისტრირებული. „საქართველოს ევროპული ორბიტა“ – ნინო ლომჯარია, მიხეილ ბენიძე. აქ საინტერესო ის არის, რომ ესტონური პირადი ნომრები აქვთ მითითებული და არა ქართული ნომრები. არ ვიცი იქ რა სამართლებრივი სტატუსი აქვთ მოპოვებული. გამოცემა „პუბლიკა“ ესტონური მედია გამხდარა. on.ge ესტონური მედია გამხდარა. „ტაბულა“ ესტონური მედია გამხდარა. და კიდევ ერთი საინტერესო ადამიანიც არის აქ, ჩვენთვის, როგორც მედიცინის მუშაკად წარმოდგენილი და საქართველოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური BBC-ის ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, მედიცინის მუშაკი კონსტანტინე ჩახუნაშვილი აღმოჩნდა ესტონური არასამთავრობო ორგანიზაციის კონტენტ კრეატორი. ეს ის ხალხია, რომელზე დაყრდნობითაც ცილი დასწამეს საქართველოს, რომ თითქოს პირველი მსოფლიო ომის იარაღი აქვს გამოყენებული.

ეს არის ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. ეს დაგვიანონსაქალბატონმა კოსმა.

ეძებენ გზას, ქართველი ხალხის დაუკითხავად, როგორ მოახდინონ პოლიტიკაში ფულის ჩადინება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა